სიძუოკის პრეფექტურა
From Wikipedia, the free encyclopedia
სიძუოკის პრეფექტურა (იაპ. 静岡県_— იაპონიის პრეფექტურა, რომელიც მდებარეობს ტიუბუს რეგიონში, კუნძულ ჰონსიუზე.[1] 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით სიძუოკის პრეფექტურის მოსახლეობა 3,637,998 ადამიანს შეადგენს, ხოლო პრეფექტურის ფართობი 7 777.42 კვადრატული კილომეტრია.სიძუოკის პრეფექტურას ესაზღვრება: კანაგავას პრეფექტურა - აღმოსავლეთით, იამანასის პრეფექტურა - ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნაგანოს პრეფექტურა - ჩრდილოეთით და აიტის პრეფექტურა - დასავლეთით.
სიძუოკის პრეფექტურა 静岡県 | |
---|---|
სიძუოკის პრეფექტურა იაპონიის რუკაზე | |
მდებარეობა | |
ქვეყანა | იაპონია |
რეგიონი | ტიუბუ |
კუნძული | ჰონსიუ |
კოორდინატები | 34°55′ ჩ. გ. 138°19′ ა. გ. |
ინფორმაცია | |
ადმინისტრაციული ცენტრი | სიძუოკა |
ISO 3166-2:JP | JP-22 |
სტატისტიკა | |
ფართობი | 7 777.42 კმ² (13) |
მოსახლეობა | (2019) |
სულ | 3 637 998 ად. (10) |
სიმჭიდროვე | 470 ად./კმ² |
რაიონი | 5 |
მუნიციპალიტეტი | 35 |
სიმბოლიკა
პრეფექტურის ემბლემა | |
ხე | Osmanthus fragrans var. aurantiacus |
ყვავილი | Rhododendron |
ფრინველები | Terpsiphone atrocaudata |
ადმინისტრაცია | |
გუბერნატორი | ჰეიტა კავაკაცუ |
ოფიციალური საიტი (იაპონური) |
პრეფექტურის დედაქალაქი ქალაქი სიძუოკია, ხოლო ჰამაამაცუ სიძუოკის პრეფექტურის უდიდეს ქალაქს წარმოადგენს. პრეფექტურს სხვა დიდ ქალაქებს შორისაა: ფუჯი, ნუმაზუ და ივატა . [2] სიძუოკას პრეფექტურა მდებარეობს იაპონიის წყნარი ოკეანეის სანაპიროზე და მოიცავს სურუგას ყურეს, რომელიც ჩამოყალიბებულია იზუს ნახევარკუნძულით და ჰამანას ტბით, რომელიც იაპონიის ერთ-ერთ უდიდეს ტბად ითვლება. იაპონიის ყველაზე მაღალი ვულკანი და ქვეყნის სიმბოლო მთა ფუძი ნაწილობრივ მდებარეობს სიძუოკას პრეფექტურაში, იამანაშის პრეფექტურის საზღვარზე. პრეფექტურა ძალიან ცნობილია როგორც ჰონდას, სუზუკის და იამაჰას დაარსების ადგილი. აქვე მდებარეობს ფიძის საერთაშორისო ჩქაროსნული მაგისტრალიც (Fuji International Speedway).