From Wikipedia, the free encyclopedia
სიუდად-დე-ლა-კოსტა (ესპ. Ciudad de la Costa) — ქალაქი ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში, რიო-დე-ლა-პლატის ნაპირზე. მიიჩნევა მონტევიდეოს მეტროპოლიის გაგრძელებად, რომელიც მას დასავლეთით ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან კი კოსტა-დე-ორო აკრავს. ამჟამინდელი სახელი ეწოდა და ქალაქად გამოცხადდა 1994 წლის 19 ოქტომბერს. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, სიუდად-დე-ლა-კოსტა ურუგვაის სიდიდით მესამე ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მხრივ.
ქალაქი | |
---|---|
სიუდად-დე-ლა-კოსტა Ciudad de la Costa | |
ქვეყანა | ურუგვაი |
დეპარტამენტი | კანელონესი |
შიდა დაყოფა | Solymar, San José de Carrasco, Shangrilá, Barra de Carrasco, Lagomar, Lomas de Solymar, Parque Carrasco და Colinas de Solymar |
კოორდინატები | 34°49′00″ ს. გ. 55°57′00″ დ. გ. |
დაარსდა | 1994 |
ფართობი | 57 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 17 მეტრი |
ოფიციალური ენა | ესპანური ენა |
მოსახლეობა | 95 176 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC-3 |
სატელეფონო კოდი | +598 2 |
საფოსტო ინდექსი | 15000 - 15008 |
ოფიციალური საიტი | ciudaddelacosta.com.uy |
სიუდად-დე-ლა-კოსტა ეწოდება მუნიციპალიტეტსაც, რომელსაც ის მიეკუთვნება.
ეს ტერიტორია, რომელსაც 16 კმ სიგრძის ქვიშიანი პლაჟი აკრავს, XIX საუკუნეში რინკონ-დე-კარასკოს სახელით იყო ცნობილი. დასახლება თანდათან XX საუკუნიდან დაიწყო და წარმოიქმნა კურორტები. არეალის მოსახლეობის დიდი ნაწილი აქ მხოლოდ ზაფხულში და უქმე დღეებში ცხოვორბს, დანარჩენ ნაწილს კი მონტევიდეოში ატარებს. მკვიდრი მოსახლეობის დიდი ნაწილიც მონტევიდეოშია დასაქმებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.