სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი რუანდისთვის[1] (ICTR; ფრანგ. Tribunal pénal international pour le Rwanda) — საერთაშორისო სასამართლო დაარსებული 1994 წლის ნოემბერში გაეროს უშიშროების საბჭოს 955 რეზოლუციის საფუძველზე, იმისათვის რომ გასამართლებულიყვნენ რუანდის ან/და მისი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუანდელების მიერ ჩადენილი რუანდის გენოციდისა და საერთაშორისო სამართლის სხვა მძიმე დარღვევებისათვის პასუხისმგებელი პირები, 1994 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე.[2] სასამართლოში გასამართლებული იყო 85 პირი.[3]
1995 წელს, უშიშროების საბჭოს 977 რეზოლუციით ტრიბუნალის ადგილსამყოფელად განისაზღვრა არუშა (ტანზანია).[4] 1998 წელს ტრიბუნალის მოქმედების დრო გახანგრძლივდა 1998 წლამდე 1196 რეზოლუციის საფუძველზე.[5] უშიშროების საბჭომ სხვადასხვა რეზოლუციის საფუძველზე მოუწოდა ტრიბუნალს რომ გამოძიება 2004 წლამდე დაესრულებინა, ყველა პროცესი 2008 წლამდე, ხოლო დანარჩენი სამუშაო 2012 წლამდე.[6] ტრიბუნალის იურისდიქცია ვრცელდებოდა გენოციდის დანაშაულზე, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და ჟენევის კონვენციების საერთო მეორე მუხლისა და ჟენევის კონვენციების მეორე დამატებითი ოქმის დარღვევებზე (არასაერთაშორისო (შიდა) კოფლიქტს ეხება).
2009 წლისათვის ტირბუნალმა დაასრულა 50 სასამართლო პროცესი და 28 ბრალდებული გაასამართლა, 11 სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა და 14 პირი იყო დაკავებული სასამართლო პროცესის მოლოდინში; თუმცა, პროკურორი 5 პირის გადაცემას ეროვნული იურისდიქციისთვის გადაცემას გეგმავდა.[7] პირველი პროცესი სასამართლოში დაიწყო 1997 წელს ჟან პოლ აკაიასუს გასასამართლებლად; ხოლო ჟან კამბანდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, დამნაშავედ სცნეს. ICTR-ის სტრატეგიის მიხედვით, უშიშროების საბჭოს 1503 რეზოლუციის საფუძველზე, პირველი ინსტანციის განსახილევლი ყველა საქმე უნდა დასრულებულიყო 2008 წლამდე (ეს პერიოდი გაიზარდა შემდგომ 2009 წლამდე) და სხვა დანარჩენი საქმეები უნდა დასრულებულიყო 2010 წლამდე. უშიშროების საბჭომ ტრიბუნალს მოუწოდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაესრულებინა სამუშაო და მისი ვალდებულებები გადაეცა სისხლის სამართლის ტირბუნალებისათვის შემქნილი საერთაშორისო დროებითი მექანიზმისათვის, რომელმაც დაიწყო მოქმედება ICTR-ისათვის 2012 წლის 1 ივლისიდან.[8] ტრიბუნალმა, ოფიციალურად, საქმიანობა დაასრულა და შეწყვიტა არსებობა 2016 წლის 31 დეკემბერს.
ფართოდ აკრიტიკებდნენ ტრიბუნალის წარუმატებლობას გაესამართლებინა რუანდის პატრიოტული ფრონტის წევრების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები და ამავე ფრონტის ლიდერი პოლ კაგამე. [9][10][11][12][13][14]