![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/Syrian_meal.jpg/640px-Syrian_meal.jpg&w=640&q=50)
სირიული სამზარეულო
From Wikipedia, the free encyclopedia
სირიული სამზარეულო (არაბ. مطبخ سوري) — არაბული სამზარეულოს ნაირსახეობა, ძლიერი ადგილობრივი ტრადიციებით, რომელშიც იგრძნობა კავკასიური გავლენა. სირია უძველესი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც არ გვხვდება უხეშად მომზადებული ინგრედიენტები.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|სირიული სამზარეულო}} |
![სირიული კერძები: მარცხენა ქვედა კუთხეში მაკდუსი. სირიული სალათი, ჰუმუსი, ჰალოუმი და ბაბა განუჯი, პიტას პური.](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a3/Syrian_meal.jpg/640px-Syrian_meal.jpg)
სირიული სამზარეულო მოიცავს თანამედროვე სირიის კულინარიულ ტრადიციებსა და აერთიანებს იმ ადამიანთა წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ქვეყანაში დასახლდნენ მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში.
![სირიული ტკბილი კერძი](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/Syrian_Sweet_Dish_%40_Al-Dhar_a_Syrian_Food_Joint_in_Kinshasa%2C_DRC.jpg/640px-Syrian_Sweet_Dish_%40_Al-Dhar_a_Syrian_Food_Joint_in_Kinshasa%2C_DRC.jpg)
სირიულ სამზარეულოში ძირითადად გამოიყენება ბადრიჯანი, ყაბაყი, ნიორი, ხორცი (ძირითადად ცხვრისა და ბატკნის), ქუნჯუთის თესლი, ბრინჯი, წიწაკა, ლობიო, ოსპი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ვაზის ფოთლები, კიტრის მწნილი, კიტრი, პომიდორი, ზეითუნის ზეთი , ლიმონის წვენი, პიტნა, ფისტაჩი, თაფლი და ხილი.
XXI საუკუნის დასაწყისში სირიის საუზმეულს, რომელსაც „მეზეს“ უწოდებენ, არაბულ პურთან ერთად მიირთმევენ. შემდგომ აყოლებენ ყავას ტკბილი ნამცხვრებით ან ხილით, სურვილისამებრ. ბევრი რეცეპტი მინიმუმ XIII საუკუნითაა დათარიღებული. [1]