From Wikipedia, the free encyclopedia
სიპაკტლი (ესპ. Cipactli, სხვა სახელი — სივანგორი) — აცტეკების მითოლოგიაში ზღვის ურჩხული, რომელსაც ერთდროულად თევზისა და ნიანგის აღნაგობა აქვს. ომეტეკუტლისა და ომესიუატლის შემონაქმედი. ტლალტეკუტლის მსგავსად, სიპაკტლი მშიერი პირებით დაფარული აღიწერება. გამოსახავენ ხვლიკის ან ბაყაყის სახით. მისი ტანიდან კეცალკოატლმა და ტესკატლიპოკამ შექმნეს სამყარო, თანაც ტესკატლიპოკამ თავისი ტერფი გამოიყენა, როგორც სატყუარა. სიპაკტლი ღმერთებმა რამდენიმე ნაწილად გაყვეს: მისი თავი გადაიქცა ცამეტ ცად, ტანი — მიწად, ხოლო კუდი — მიკტლანის ცხრა უფსკრულად (ჯოჯოხეთად).
მიწის სხვა განსახიერება, ტლალტეკუტლი, ზოგიერთ მითში დასახელებულია, როგორც სიპაკტლის ქმარი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.