From Wikipedia, the free encyclopedia
სინშარიშკუნი (დაახ. ძვ. წ. 627 - ძვ. წ. 612), რომელიც ასევე ბეროსის სარაკოსი უნდა ყოფილიყო, ასურეთის იმპერიის ერთ-ერთი ბოლო მეფე იყო.
სინშარიშკუნი იყო ძე აშურბანიპალის და შესაძლოა ასურეთის ბოლო მეფის აშურუბალიტ II-ის (ძვ. წ. 612 - ძვ. წ. 609) ძმა. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით იგი უნდა ყოფილიყო აშურბანიპალის მემკვიდრე ტახტისთვის, სულ მცირე ბაბილონში. თუმცა მხრცოვან ასაკში მამამისის გარდაცვალებას 627 წელს მოჰყვა მძვინვარე სამოქალაქო ომი, რომელიც 623 წლამდე გაგრძელდა, სინშარიშკუნის მიერ მისი მთავარი მოწინააღმდეგის აშურ-ეტილ-ილანის, რომელიც შესაძლოა მისი ძმა უნდა ყოფილიყო, დამარცხებითა და მკვლელობით.
მისი მეფობის მეშვიდე წლით დათარიღებული კონტრაქტი ნაპოვნი იქნა ურუქში, რომლის მიხედვით ის ბრძანებს დანგრეული ტაძრების აღდგენასა და მღვდელმთავრების დაბრუნებას. ის მეფობდა ძვ. წ. 612 წლის 10 აგვისტომდე. ამ დღეს ის ნინევიაში საკუთარ სასახლეში ბაბილონელთა მიერ გაჩენილ ხანძარში დაიწვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.