From Wikipedia, the free encyclopedia
სინანული, აღსარება — ქრისტიანულ რელიგიაში ახალი აღთქმის ერთ-ერთ საიდუმლო. აღსარება წარმოადგენს ისეთ კურთხეულ მოქმედებას, როდესაც ეკლესიის მღვდელი სულიწმინდის ძალით შეუნდობს მომნანიებელს აღსარების დროს ყველა ცოდვას და ადამიანი კვლავ ხდება განბანილი და განწმენდილი, ისევე როგორც ის ამოვიდა წყლიდან ნათლობის შემდეგ.
სინანულის საიდუმლო უფალმა დააწესა თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, როდესაც იგი გამოეცხადა მოციქულებს, სადაც ყველანი იყვნენ თომას გარდა. იესომ მოციქულებს განუცხადა:
ამ სიტყვებით უფალმა თავად მიანიჭა მოციქულებს და მათ შემდეგ მათი საქმის გამგრძელებლებს აპატიონ თუ არ აპატიონ ადამიანებს ცოდვები, სულიწმინდის. ამგვარად საიდუმლოს უხილავი ძალით ხდება მოძღვრის ხილული მოქმედება.
ნათლობის საიდუმლოს გზით ადამიანი განიწმინდება დაბადებითი ცოდვებისაგან და შედის ქრისტიანულ სამყაროში. მაგარამ ის არ არის განთავისუფლებული სულიერი და ხორციელი მანკიერებებისაგან, რომლებიც შესაძლოა მას მემკვიდრეობით გადმოეცა მშობლებისაგან. მაგალითად, მიდრეკილება ბოროტებს ჩადენისაკენ, ხორცისათვის დამახასიათებელი ავადმყოფობა და სიკვდილი. ასე რომ ქრისტიანად გახდომის შემდეგ ადამიანმა შეიძლება ისევ შესცოდოს და შესცოდოს ძალიანაც ხშირად, შეიძლება ადამიანმა განიცადოს ავადმყოფობა და ზოგჯერ ძალიანაც მძიმე.
სულიერი და ხორციელი უძლურებისაგან გადასარჩენად უფალმა იესომ დააწესა ორი საიდუმლო: სინანული -სულიერი უძლურების განსაკურნავად და ზეთის კურთხევა — ხორციელი უძლურების სამკურნალოდ. იოანე მახარობელი გვასწავლის:
მორწმუნე რამდენიმე დღის განმავლობაში მარხულობს, ესწრება რელიგიურ ღვთისმსახურებას; ამ პერიოდში იხსენებს თავის ცოდვებს, გულწრფელად სწუხს, ინანიებს და შესთხოვს ღმერთს ცოდვების მოტევებასა და მოწყალებას. შემდეგ მიდის მღვდელთან, რომელიც არის საწიგნესთან, სადაც ასვენია მაცხოვრის ხატი. მორწმუნე დაუმალავად წარმოთქვამს, აღიარებს ყველა თავის ცოდვას ანუ ამბობს აღსარებას. ამის შემდეგ მღვდელი მას თავზე დაადებს ოლარს, წაიკითხავს შესანდობარ ლოცვას და მიუტევებს მას ცოდვებს იესო ქრისტეს სახელით.
საჭიროა მხოლოდ, რომ ადამიანმა ღრმად შეიგნოს თავისი ცოდვა, მტკიცედ გადაწყვიტოს რომ აღარასოდეს გაიმერებს ამ ცოდვას და გულწრფელად აღიაროს ის მოძღვრის წინაშე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.