![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/Sinaloa_in_Mexico_%2528location_map_scheme%2529.svg/langka-640px-Sinaloa_in_Mexico_%2528location_map_scheme%2529.svg.png&w=640&q=50)
სინალოის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სინალოა შტატია მექსიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. იყოფა 18 მუნიციპალიტეტად. 2020 წლის აღწერის მიხედვით, სინალოა მე-17 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით (3 026 943 ადამიანი) და მე-18 ადგილზეა ფართობის (22 148.9 კმ²) მიხედვით.[1][2]
![Map of Mexico with Sinaloa highlighted](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/49/Sinaloa_in_Mexico_%28location_map_scheme%29.svg/640px-Sinaloa_in_Mexico_%28location_map_scheme%29.svg.png)
მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია კულიაკანი, სადაც შტატის მოსახლეობის 33.15% (1 003 530 ადამიანი) ცხოვრობს, ხოლო ყველაზე პატარა მუნიციპალიტეტია კოსალა (17 012 ადამიანი).[1] ფართობის მიხედვით უდიდესი მუნიციპალიტეტია სინალოა (6 325.80 კმ²), ხოლო ყველაზე პატარაა ― სალვადორ-ალვარადო (773.60 კმ²).[2] უახლესი მუნიციპალიტეტია ნევოლატო, რომელიც 1982 წელს შეიქმნა.[3]