From Wikipedia, the free encyclopedia
სინის ნახევარკუნძული ან სინაი (კოპტ. sina; ეგვიპტ. არაბ. sīnā سينا; არაბ. sīnā'a سيناء; ივრ. סיני Si-nai) — სამკუთხედის ფორმის ნახევარკუნძული ხმელთაშუა და წითელ ზღვებს შორის, ტერიტორიულად ეგვიპტეში. საერთო ფართობია 60 000 კმ². მდებარეობს აზიის დასავლეთ ნაწილში. სამხრეთ ნაწილში გრანიტებით, გნაისებითა და კრისტალური ფიქლებით აგებული მთებია (სიმაღლე 2637 მ). ჩრდილოეთით ზედაპირი დაბლდება 500-1000 მ-მდე. ჭარბობს ძლიერ დანაწევრებული ქვიანი პლატოები. სინის ნახევარკუნძულზე არის ნავთობისა და მანგანუმის საბადოები. ოაზისებში არის ფინიკის პალმა, ქერი, სიმინდი.
სინის ნახევარკუნძული | |
---|---|
კოორდინატები: 29°30′ ჩ. გ. 33°50′ ა. გ. | |
ქვეყანა | ეგვიპტე |
ფართობი | 60,000 კმ² |
აკვატორია | წითელი ზღვა, აკაბის ყურე, სუეცის ყურე, ხმელთაშუა ზღვა |
მოსახლეობა | 600,000 |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.