იტალიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
სიმონე პეპე (დ. 30 აგვისტო, 1983) — იტალიელი ფეხბურთელი, ამჟამად თავისუფალი აგენტის სტატუსით.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სიმონე პეპე | ||
დაბადების თარიღი | 30 აგვისტო, 1983 | ||
დაბადების ადგილი | ალბანო ლაციალე, იტალია | ||
სიმაღლე | 179 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
რომა | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001–2003 | რომა | 0 | (0) |
2002 | → ლეჩე (იჯარით) | 5 | (0) |
2002–2003 | → ტერამო (იჯარით) | 31 | (11) |
2003–2006 | პალერმო | 22 | (1) |
2004–2005 | → პიაჩენცა (იჯარით) | 30 | (12) |
2006–2010 | უდინეზე | 104 | (16) |
2006–2007 | → კალიარი (იჯარით) | 36 | (3) |
2010-2015 | იუვენტუსი | 76 | (12) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2001 | იტალია 17 | 1 | (1) |
2001 | იტალია 19 | 9 | (6) |
2002–2003 | იტალია 20 | 13 | (6) |
2004-2006 | იტალია 21 | 12 | (2) |
2008– | იტალია | 23 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 30 მაისი 2015 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 3 მარტი 2013 |
დაიბადა კომუნა ალბანო ლაციალეში, რომთან ახლოს. კარიერა დაიწყო „რომაში“. 2002 წლის იანვარში იჯარით გადავიდა „ლეკოში“. იმავე წლის ივნისში გადავიდა „ტერამოში“. ის ცნობილია სისწრაფით და თამაში შეუძლია ორივე ფლანგზე და მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზეც.[1]
2003 წლის ზაფხულში პეპე გადავიდა სერია B-ს კლუბ „პალერმოში“ სიმბოლურ ფასად, 1000 ევროდ.[2] იმ სეზონში „პალერმომ“ სერია B-ში დაიკავა პირველი ადგილი. 2004 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „პიაჩენცაში“. კლუბის შემადგენლობაში მან 12 გოლი გაიტანა სეზონის განმავლობაში.
2005 წლის ივნისში ის დაბრუნდა „პალერმოში“. მან 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლი არ გაუტანია. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მან დატოვა კლუბი. [3]
2005-2006 წლების სეზონში გადავიდა „უდინეზეში“ 500 000 ევროს სანაცვლოდ. 2006 წლის ივლისში იჯარით გადავიდა „კალიარიში“.[4]
2010 წლის 9 ივნისს „იუვენტუსმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა პეპესთან 2,6 მილიონი ევროს სანაცვლოდ და 7,5 მილიონ ევროდ გამოისყიდდა მის სატრანსფერო უფლებებს 1 ივლისს.[5]
პირველ 10 მატჩში პეპემ კლუბის მაისურით 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
პეპეს ნათამაშები აქვს იტალიის 17, 19 და 20-წლამდელთა ნაკრებებში. იტალიის ნაკრებში იყო გამოძახებული 2006 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, მაგრამ არ უთამაშია. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2008 წლის 11 ოქტომბერს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.