სილიციუმის ველი
From Wikipedia, the free encyclopedia
სილიციუმის ველი (ინგლ. Silicon Valley)— მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში (აშშ). ცნობილია, როგორც კომპიუტერებისა და ელექტრონიკის პროდუქციის წარმოების ცენტრი. სახელი ეწოდა კაჟისგან მიღებული ნაერთის, სილიციუმის, მიხედვით, რომელიც ფუძეშრედ გამოიყენება მიკროსქემებში.
ამ ტექნოლოგიური ცენტრის წარმოშობა და განვითარება განაპირობა რეგიონში წამყვანი უნივერსიტეტების (სან-ხოსეს, სანტა-კლარას, სტენფორდის, კალიფორნიის და სხვ.) თავმოყრამ, ასევე ხმელთაშუა ზღვის ჰავამ. ველზე განლაგებულია 30-ზე მეტი ცნობილი ტექნოლოგიური კომპანიის სათაო ოფისი. აქ იყრის თავს აშშ-ს ვენჩურული ინვესტიციების მესამედი, რამაც სილიციუმის ველი მაღალტექნოლოგიური ინოვაციების სტარტაპების წამყვანი ჰაბი და ეკოსისტემა გახადა. მიმზიდველი ადგილია ტურისტებისთვისაც. სწორედ აქ შეიმუშავეს სილიციუმის საფუძველზე ინტეგრალური სქემა, მიკროპროცესორი და მიკროკომპიუტერი. 2013 წლის მონაცემებით, რეგიონში დასაქმებული იყო ინფორმაციული ტექნოლოგიების დაახლოებით 250 ათასი სპეციალისტი.
სილიციუმის ველი ყოველწლიურად აჯილდოვებს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციის წევრებს[1]