სიერა-ნევადის ეროვნული პარკი (ვენესუელა)
From Wikipedia, the free encyclopedia
სიერა-ნევადის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Sierra Nevada) — ეროვნული პარკი ვენესუელის დასავლეთ ნაწილში, მერიდისა და ბარინასის შტატებს შორის. შეიქმნა 1952 წლის 2 მაისს, პრეზიდენტ გერმან სუარეს ფლამერიჩის დეკრეტით, ანდურ კორდილიერაში მდებარე სიერა-ნევადა-დე-მერიდის დაცვის მიზნით. ამ დროისათვის ის ქვეყნის მეორე ეროვნული პარკი იყო ანრი-პიტიეს შემდეგ. ფართობი შეადგენს 2764,46 კმ²-ს.
სწრაფი ფაქტები სიერა-ნევადის ეროვნული პარკი Parque Nacional Sierra Nevada ...
სიერა-ნევადის ეროვნული პარკი
Parque Nacional Sierra Nevada | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი) | |
მდებარეობა | ![]() |
უახლოესი ქალაქი | მერიდა |
კოორდინატები | 8°34′11″ ს. გ. 70°50′23″ დ. გ. |
ფართობი | 2764,46 კმ² |
დაარსდა | 1952 |
დახურვა
პარკი ვენესუელის უდიდესი ეკოლოგიური მნიშვნელობის არეალს მოიცავს, იცავს უმაღლეს ეკოსისტემას. აქვე განლაგებულია ქვეყნის ყველაზე მაღალი მთიანეთი (ანდები), სადაც მდებარეობს ვენესუელის უმაღლესი მწვერვალი ბოლივარის პიკი.