From Wikipedia, the free encyclopedia
სვეტლანა ვასილის ასული ხორკინა (რუს. Светлана Васильевна Хоркина; დ. 19 იანვარი, 1979) — ყოფილი რუსი სპორტული ტანმოვარჯიშე. მონაწილეობა მიიღო 1996, 2000 და 2004 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. კარიერის განმავლობაში მან 7 ოლიმპიური მედალი და 20 მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიპოვა. ის იყო პირველი ქალი ტანმოვარჯიშე, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი „all-around“ ღონისძიებაში. ხორკინა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ქალ ტანმოვარჯიშედ ითვლება.[1]
სვეტლანა ხორკინა | |
---|---|
ხორკინა 2017 წელს | |
მეტსახელ (ებ) ი | სვეტა |
ქვეყანა (სპორტი) | რუსეთი |
დაიბადა |
19 იანვარი, 1979 ბელგოროდი, რუსეთის სსრ, საბჭოთა კავშირი |
სიმაღლე | 1,65 მ. |
წონა | 47 კგ. |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური |
ეროვნულ ნაკრებში | 1994-2004 |
მწვრთნელ(ებ)ი | ბორის ვასილევიჩ პილკინი |
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი | ანა პილინა |
1994 წლის აპრილში ხორკინამ ავსტრალიაში, ბრისბენში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. „All-around“ ღონისძიებაში 38,805 ქულით მან მეცხრე ადგილი დაიკავა, „floor exercise“ ჩათვლაში კი — მერვე (8,487). „Vault“ (9,800) და „Uneven bars“ (9,875) ღონისძიებებში ხორკინამ ვერცხლის მედლები მოიპოვა.[2] იმავე წლის ნოემბერში დორტმუნდში (გერმანია) მსოფლიო ჩემპიონატზე ხორკინამ გუნდთან ერთად იასპარეზა. მან გუნდს 39,450 ქულა (საუკეთესო მაჩვენებელი გუნდის წევრებს შორის) მოუტანა და რუსეთის ნაკრებს მესამე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.[3]
1995 წლის ოქტომბერში ხორკინამ იაპონიაში, საბაეში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე „all-around“ ღონისძიებაში მეორე ადგილი დაიკავა (39,130). „Vault“ ღონისძიებაში მან მეხუთე ადგილი დაიკავა(9,618), ხოლო „uneven bars“ ღონისძიებაში ოქროს მედალი მოიპოვა (9,900).[4] 1996 წლის აპრილში ხორკინამ სან ხუანში, პუერტო რიკოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. „Uneven bars“ ღონისძიებაში მან კიდევ ერთხელ პირველი ადგილი დაიკავა (9,787), მაგრამ „vault“ ღონისძიებაში მხოლოდ მეხუთე ადგილზე გავიდა (9,637).[5] იმავე წლის მაისში ხორკინა ბირმინგემში, დიდ ბრიტანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოვიდა. ის რუსეთის ნაკრებს ვერცხლის მედლის მოპოვებაში დაეხმარა, ინდივიდუალურ ჩათვლაში კი შესაბამისად: „all-around“ — მეექვსე ადგილი (38,549), „vault“— მეოთხე ადგილი (9,725), „uneven bars“ — პირველი ადგილი (9,825) დაიკავა.[6]
1996 წლის ივლისში ხორკინა ატლანტაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოვიდა. მან გუნდს საერთო ჯამში 77,648 ქულა მოუტანა და რუსეთის ნაკრებს მეორე ადგილზე გასვლაში დაეხმარა.[7] „All-around“ ღონისძიებაში ის „uneven bars“ ღონისძიების პროგრამის შესრულების დროს ჩამოვარდა და საბოლოოდ, 38,455 ქულით მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. 3 დღის შემდეგ ხორკინამ შეცდომა გამოასწორა და სწორედ ამ ღონისძიებაში — „uneven bars“— ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა (9,850).[8]
1997 წლის სექტემბერში ხორკინა ლოზანაში, შვეიცარიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვიდა. რუსეთის ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. ინდივიდუალური ღონისძიებებიდან მან პირველი ადგილი დაიკავა „all-around“ (38,636) და „uneven bars“ (9,875) ჩათვლაში, მეორე — „balance beam“ (9,787) და „floor exercise“ (9,800) ღონისძიებებში, ხოლო „vault“ ღონისძიებაში 4,537 ქულით ის მხოლოდ მერვე ადგილზე გავიდა.[9] 1997 წლის ნოემბერში ხორკინას ირგვლივ სკანდალი აგორდა, როდესაც ის ფლეიბოის რუსულ გამოცემაში გამოჩნდა. ამასთან დაკავშირებით სვეტლანამ განაცხადა: „მე შევცვალე ხალხის დამოკიდებულებები. ძალიან კარგია, იყო სექსუალური. ჩემმა კარიერამ ცხადყო, რომ მაღალ გოგონებს საოცარი რამეების კეთება შეუძლიათ. მე დავიწყე. ახლა მთელს მსოფლიოში ვარ ცნობილი.“[10] 1998 წლის მაისში ხორკინამ სანქტ-პეტერბურგში (რუსეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. რუსეთის გუნდი ამჯერადაც მეორე ადგილზე გავიდა. სვეტლანამ „all-around“ (38,624), „uneven bars“ (9,900) და „floor exercise“ (9,787) ღონისძიებებში ოქროს მედლები მოიპოვა.[11]
1999 წლის ოქტომბერში ტიანინში, ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხორკინამ რუსეთის ნაკრებთა ერთად კიდევ ერთხელ მოიპოვა ვერცხლის მედალი. „All-around“ ღონისძიებაში 37,611 ქულით რუსი მეთორმეტე ადგილზე გავიდა. მხოლოდ „uneven bars“ ღონისძიებაში (ოქრო, 9,837) და „floor exercise“ (ბრინჯაო, 9,787) ღონისძიებებში შეძლო მედლების მოპოვება.[12] 2000 წლის ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე, პარიზში, საფრანგეთში ხროკინამ გუნდთან ერთად პირველ ადგილზე გავიდა. ინდივიდუალურად მან სამი ოქროს მედალი: „all-around“ (38,749), „uneven bars“ (9,837) და „balance beam“ (9,837) ღონისძიებებში მოიპოვა.[13]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.