სექსუალური ფანტაზია
From Wikipedia, the free encyclopedia
სექსუალური ფანტაზია, იგივე ეროტიკული ფანტაზია — წარმოსახვითი სურათი ან ფიქრის ფორმა, რომელიც პიროვნების სექსუალობიდან მომდინარეობს და ქმნის ან აძლიერებს სექსუალურ აღგზნებას.[1] სექსუალური ფანტაზია შეიძლება შეიქმნას პიროვნების წარმოსახვაში ან მეხსიერებაში, მისი გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება იყოს როგორც დამოუკიდებელი, ისე გარე სტიმულაცია, მაგალითად, ეროტიკული ლიტერატურა ან პორნოგრაფია, ფიზიკური ობიექტი ან სხვა ადამიანისადმი სექსუალური მიზიდულობა. ნებისმიერ რამეს, რაც სექსუალურ აღგზნებას იწვევს, ასევე შეუძლია სექსუალური ფანტაზიის გამოწვევა.
სექსუალური ფანტაზიები თითქმის უნივერსალურია[2] და მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავ საზოგადოებაშია დაფიქსირებული. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ფანტაზიის ბუნებიდან გამომდინარე, ამ ფანტაზიების რეალობად ქცევა ბევრად უფრო იშვიათია, რაც სოციალური, კულტურული, მორალური და რელიგიური შეზღუდვებითაა განპირობებული.[3] ზოგ შემთხვევაში პიროვნების მიერ სექსუალური ფანტაზიების განხილვაც კი ტაბუდადებულია.