სერგეი სტეპაშინი
From Wikipedia, the free encyclopedia
სერგეი სტეპაშინი (რუს. Серге́й Вади́мович Степа́шин; დ. 2 მარტი, 1952, პორტ-არტური) — რუსი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის მეორე და ბოლო დირექტორი (1994-1995), უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის პირველი დირექტორი (1995). რუსეთის ფედერაციის იუსტიციის მინისტრი (1997-1998), რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრი (1998-1999). რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარე (199 წლის მაისიდან აგვისტომდე). რუსეთის მრიცხველი პალატის თავმჯდომარე (2000-2013). იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-პოლკოვნიკი. რუსეთის იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. 2007 წლიდან პალესტინის მართლმადიდებლური იმპერატორული საზოგადოების თავმჯდომარე. 2014 წლიდან არის „საცხოვრებელ-კომუნალური მეურნეობის რეფორმირების მხარდაჭერის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2017 წლიდან არის არაკომერციული ფონდის, „შიდა აუდიტორების ინსტიტუტის“ საბჭოს წევრი.[1]