From Wikipedia, the free encyclopedia
სერგეი მიხალკოვი (რუს. Сергей Михалков; დ. 13 მარტი [ ძვ. სტ. 28 თებერვალი], 1913, მოსკოვი — გ. 27 აგვისტო, 2009, იქვე) — საბჭოთა და რუსი მწერალი, პოეტი, იგავების ავტორი, დრამატურგი, პუბლიცისტი, სამხედრო კორესპონდენტი, სცენარისტი, საზოგადო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის ჰიმნების ტექსტების ავტორი, რუსეთის ფედერაციის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე. 1992–2008 წლებში მწერალთა კავშირების საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარე. რუსეთის ფედერაციის ხელოვნებათა დამსახურებული მოღვაწე (1967). ყველაზე მეტად ცნობილია საბავშვო ნაწარმოებებით.
იგი აგრეთვე იყო სოციალისტური შრომის გმირი, ლენინური პრემიის (1970), სამი სტალინური პრემიის (მეორე ხარისხი, 1941, 1942, 1950) და სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1978), რუსეთის განათლების აკადემიის აკადემიკოსი, მოციქულ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი და სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი (1970–1989), საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1950 წლიდან.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.