From Wikipedia, the free encyclopedia
სერბები (სერბ. Срби / Srbi) — ბალკანეთზე და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრები სლავი ერი (დაახლ. 6.5 მილიონი). სერბები კომპაქტურად ცხოვრობენ სერბეთის ტერიტორიაზე, ისინი აგრეთვე ბოსნია და ჰერცეგოვინაში (1.5 მილიონი), გერმანიაში (507 ათასი), მონტენეგროში (200 ათასი), ხორვატიაში (200 ათასი), ავსტრიაში (177 ათასი), ამერიკის შეერთებულ შტატებში (169 ათასი) და კიდევ სხვა რამდენიმე ქვეყანაში ცხოვრობენ და გააჩნიათ მეტ-ნაკლები სიდიდის დიასპორები.
სერბები Срби | |
---|---|
| |
საერთო მოსახლეობა | |
დაახ. 12 - 13 მილიონი'.[1][2] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
სერბეთი, (კოსოვოს ჩათვლით) | 5,988,150 (2011) |
სერბეთის მეზობელი ქვეყნები | დაახ. 1.87 მილიონი |
ბოსნია და ჰერცეგოვინა; (ძირითადად სერბთა რესპუბლიკა) | 1,437,893 (2013)[3] |
ხორვატია | 186,634 (2011) |
მონტენეგრო | 178,110 (2011)[4] |
ჩრდილოეთი მაკედონია | 36,000 (2002) |
რუმინეთი | 18,076 (2011)[5] |
უნგრეთი | 7,210 (2011) |
დანარჩენი ევროპა | დაახ. 1.7 მილიონი |
გერმანია | 700,000 (2011)[6] |
ავსტრია | 350,000 (2008)[7][8] |
შვეიცარია | 186,000 (2008)[9] |
შვედეთი | 120,000 (2008)[10] |
ენები | სერბული |
რელიგიები |
მართლმადიდებლობა (სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია) |
სერბები ლაპარაკობენ სერბულ-ხორვატულ ენაზე, რომელსაც სერბეთში ასევე სერბულ ენას უწოდებენ. ამავე სერბულ-ხორვატულ ენას ხორვატიაში ხორვატული, ხოლო ბოსნიაში ბოსნიური ჰქვია. შესაბამისად ქართულ ვიკიპედიაშიც მოიპოვება სტატიები ე.წ. სერბული, ხორვატული და ბოსნიური ენების შესახებ, მაგრამ აქაც ძირითადი და უფრო ვრცელი ინფორმაციის მოპოვება ამ ენისა და მისი დიალექტების შესახებ სწორედ სტატიაში სათაურით „სერბულ-ხორვატული ენა“ შეიძლება.
სერბ მორწმუნეთა უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ნაწილი - კათოლიკე, ხოლო სერბეთის მოქალაქეთა კიდევ უფრო მოკრძალებული რიცხვი თავს პროტესტანტად და მუსლიმად მიიჩნევს. რელიგიური განსხვავება ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე წამოშობილ სახელმწიფოებში ხშირად ეთნიკურობის განმსაზღვრელიცაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.