სემინოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
სემინოლე — ამერიკელ ინდიელთა ჯგუფი ფლორიდასა და ოკლაჰომაში. სემინოლის ხალხი ჩამოყალიბდა ამერიკელ ინდიელთა სხვადასხვა ტომებიდან, რომლებმაც მე-18 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყეს გადასახლება ესპანურ ფლორიდაში, მათი აბსოლიტური უმრავლესობა იყვნენ მასკოგის ტომის წარმომადგენლები, რომლებიც ჩრდილოეთიდან გამოექცნენ ინგლისელ კოლონისტებს და ესპანურ ტერიტორიებზე ჰპოვეს თავშესაფარი. მოგვიანებით მათ უერთდებოდნენ ინდიელთა სხვადასხვა ტომების წარმომადგენლები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას საერთო კულტურულ ეთნოგენეზში.
1980 წლისათვის სემინოლთა რიცხვი ფლორიდის შტატში დაახლოებით 2000 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი საცხოვრებელი ადგილი მხოლოდ ფლორიდით არ შემოიფარგლებოდა. ისინი ასევე ოკლაჰომაშიც ცხოვრობდნენ. მესამე სემინოლთა ომის შემდეგ (1856 წელს) მათი რიცხვი 200-საც კი ვერ აღემატებოდა, თუმცა გადარჩენილებმა შეძლეს მობილიზება და თავიანთი ადგილის დამკვიდრება. სემინოლები საუბრობდნენ ორი ენით: Creek-თა და Mikasuki-ით. თუმცა დროთა განმავლობაში Creek ენა გახდა დომინანტი პოლიტიკურ და სოციალურ აქტივობებში. ამ ენის სწავლა აუცილებელი გახდა ყველასთვის.[1]