From Wikipedia, the free encyclopedia
სელკუპები — რუსეთში მცხოვრები გადაშენების პირას მყოფი ეთნიკური ჯგუფი. განსახლებულები არიან მდინარე ენისეის საშუალო დინებაში. სოფელ ფარკოვოში ისინი შეადგენენ უმრავლესობას. ენისეის დასახლებებში ისინი ცხოვრობენ კეტებს შორის. რამდენიმე სელკუპი ცხოვრობს დასახლება კელოლოგში ელოგუოზე, ენისეის მარცხენა შენაკადზე.
სსრ კავშირში 1989 წელს ეთნიკური ჯგუფის რაოდენობა შეადგენდა 3612 კაცს (3564 რუსეთში). 2002 წლის აღწერით 4249.
ციმბირის რუსეთთან მიერთების დროიდან სელკუპებს ეკავათ ტერიტორია ჩრდილოეთით შუა ობიდან და მის შენაკად ტიმიდან სამხრეთით მდინარე ჩულიმამდის. პირველ წინააღმდეგობას კაზაკურ რაზმებს უწევდა სელკუპების ტომობრივი გაერთიანება – „პეგაია ორდა“. ობისპირეთის მიწებისა და მათი მოსახლეობის დაპყრობა დასრულდა XVI-XVII საუკუნეებში. XVII საუკუნი პირველ ნახევარში სელკუპების რაოდენობა ოთხ ციმბირულ მაზრებში იყო 2 700, 300, 1 500, 1000 – სულ 5 500 კაცი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.