სელენა გომესი
From Wikipedia, the free encyclopedia
სელენა მარია გომესი (დ. 22 ივლისი, 1992) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“
სწრაფი ფაქტები სელენა გომესი, ბიოგრაფია ...
სელენა გომესი | |
---|---|
სელენა გომესი 2019 წელს | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | სელენა მარი გომესი |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1992 (1992-07-22) (31 წლის),გრანდ-პრერია,ტეხასი,აშშ |
დაბ. ადგილი | Grand Prairie |
ეროვნება | მექსიკელი ამერიკელები[1] და იტალო-ამერიკელები[2] |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, საცეკვაო პოპი ,სინთპოპი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი |
ლეიბლ(ებ)ი | Hollywood |
ხელმოწერა | |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სელენა გომესი ვიკისაწყობში |
დახურვა
სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.