From Wikipedia, the free encyclopedia
სევერობაიკალსკი (რუს. Северобайкальск) — ქალაქი რუსეთში, ბურიატეთში. მდებარეობს ბაიკალის ტბის პირას, ქალაქ ულან-უდედან 440 კილომეტრში, ირკუტსკიდან 500 კილომეტრში. ქალაქის სიახლოვესაა მდინარე ტიის შესართავი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 24 929 ადამიანი. რკინიგზის სადგური. რკინიგზის ტრანსპორტის, თევზის ქარხნის, ხე-ტყის დამზადების საწარმო; განვითარებულია მშენებლობა, ტურიზმი. კლიმატი კონტინენტურია. დაარსდა 1974 წელს. ქალაქის ისტორია დაკავშირებულია ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მშენებლობასთან. შეიქმნა როგორც სარკინიგზო პროექტის ცენტრალური წერტილი. 1974 წლის 23 ივლისს ჩაასახლეს კომკავშირელები, რომლებმაც შრომითი ბანაკები დააარსეს. რკინიგზის განვითარებასთან ერთად სწრაფად გაიზარდა საკუთრივ ბანაკიც.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სევერობაიკალსკი რუს. Северобайкальск ბურ. Хойто-Байгал | |||
რკინიგზის სადგური | |||
| |||
ქვეყანა | რუსეთი | ||
კოორდინატები | 55°38′00″ ჩ. გ. 109°19′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1974 | ||
ამჟამინდელი სტატუსი | 1980 | ||
ფართობი | 103 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 500 მ | ||
მოსახლეობა | 24 929 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 242 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 30130 | ||
საფოსტო ინდექსი | 671700 | ||
ოფიციალური საიტი | https://egov-buryatia.ru/gsevbk/ | ||
1978 წელს აშენდა პირველი კაპიტალური სახლი. 1980 წლიდან აქვს ქალაქის სტატუსი. უზრუნველყოფილია ყველა სახის ტრანსპორტით. 25 კილომეტრში მდებარეობს რეგიონული აეროპორტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.