სახესხვაობა (ფილატელია)
From Wikipedia, the free encyclopedia
სახესხვაობა (ფილატელია) (ინგლ. variety, ფრანგ. variété, გერმ. Abart)ეწოდება საფოსტო მარკის ან ფილატელისტური ერთეულის ნიმუში, რომელიც საერთო ტირაჟის ეგზემპლარებისაგან განსხვავდება რაიმე ნიშნით: ქაღალდის ხარისხით; ნახატით(ნახატის დეტალით, რედაქტირებით და ა.შ.); ფერით ან ფერებით; ასევე წლის ნიშნის, დაკბილვის ან განაჭერის არსებობით (ზომა, ფორმა, მდებარეობა) ან არარსებობით; გუმირების ხარისხით, რელიეფით, ფერით და ა.შ.; ბეჭდვის სახით, ზედნაბეჭდით და სხვა[1].