საჭადრაკო ოლიმპიადა 1976
From Wikipedia, the free encyclopedia
24 ოქტომბერი - 10 ნოემბერი 1976 ხაიფა, ისრაელი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1976}} |
ნიცაში გამართულ ფიდეს მორიგ კონგრესს, სხვა საკითხებთნ ერთად უნდა გადაეწყვიტა თუ სად ჩატარდებოდა მომდევნო, XXII საჭადრაკო ოლიმპიადა. თავდაპირველად პრეტენდენტები სამნი იყვნენ: არგენტინა, შვედეთი და ისრაელი, მაგრამ არგენტინელებს და შვედებს თავიანთი სურვილი განსაზღვრულ ვადებში არ დაურეგისტრირებიათ და ფიდემ მორიგი ოლიმპიადის მასპინძლად ისრაელი აირჩია. ამან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია მთელ რიგ ქვეყნებში. თავიდანვე უარი თქვეს ისრაელში თამაშზე არაბულმა ქვეყნებმა, ხოლო ლიბიამ იმავე ვადებში საერთოდ ალტერნატიული ოლიმპიადის ჩატარება გადაწყვიტა და ჩაატარა კიდეც (მონაწილეობდა 34 ქვეყნის ნაკრები გუნდი). სსრ კავშირის საჭადრაკო ფედერაციამ ოფიციალური წერილით მიმართა ფიდეს, რათა მას სხვა ქვეყანაში გადაეტანა ოლიმპიადა, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ სსრ კავშირმა და სოციალისტური სამყაროს სხვა ქვეყნებმა უარი თქვეს მასში მონაწილეობაზე. იმ გუნდების (სსრკ, უნგრეთი, იუგოსლავია, ჩეხოსლოვაკია, ბულგარეთი, რუმინეთი) არყოფნამ, რომლებიც ბოლო ოლიმპიადებზე ამინდს ქმნიდნენ ვაჟთა ოლიმპიადებზე, რაღა თქმა უნდა, არასრულფასოვნების განცდას ტოვებდა ჭადრაკის მოყვარულებში და სპეციალისტებში. ტურნირის მთავარი სიახლე იყო ის, რომ იგი შვეიცარული სისტემით ტარდებოდა. ბოლო წლებში მონაწილეთა სულ უფრო მზარდი რაოდენობა, სულ უფრო და უფრო ზრდიდა ტურნირის ჩატარების ხარჯებს. ამიტომაც ორჭოფობდნენ ქვეყნები ოლიმპიადის მიღება-არმიღებაზე. ფიდეს უნდოდა რა შეენარჩუნებინა უძლიერესებთან სუსტების ასპარეზობის საშუალება, შვეიცარული სისტემით გადაწყვიტა ხაიფის ოლიმპიადის ჩატარება. ეს სისტემა სრულყოფილი ნამდვილად არაა, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა. ელოს გუნდური კოეფიციენტების გამოთვლის შემდეგ, ტურნირის მთავარი ფავორიტები ამერიკელები, ნიდერლანდელები, არგენტინელები, გერმანელები და საკმაოდ მომძლავრებული ინგლისელები იყვნენ. ასეც მოხდა. საბოლოოდ სწორედ ეს გუნდები მოხვდნენ პირველ ხუთეულში. თავიდან დაწინაურდნენ გერმანელები, რომელთაც ოთხი ტურის შემდეგ 12 ქულა ჰქონდათ. მეხუთე ტურში გერმანელები არგენტინელებთნ დამარცხდნენ და ლიდერობა 15 ქულით ამერიკელებმა იგდეს ხელთ. მეექვსე ტურში ინგლისელებმა ამერიკელები დაამარცხეს და 17,5 ქულით თავად გახდნენ ლიდერები. მეშვიდე ტურში სატურნირო ცხრილს ახალი ლიდერი, ნიდერლანდების ნაკრები, ჩაუდგა სათავეში. იან ტიმანის თავკაცობით ნიდერლანდელები თანდათან ზრდიდნენ უპირატესობას და მეათე ტურის შემდეგ უკვე 2,5 ქულით უსწრებდნენ უახლოეს მდევარს, ინგლისისა და ამერიკის ნაკრებ გუნდებს. ჩემპიონობის საკითხი თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეთერთმეტე ტურში ამერიკელებმა 4-0 მოუგეს შვეიცარიელებს, ნიდერლანდელებმა კი მხოლოდ 2 ქულა აიღეს გერმანელებთან და სხვაობა მხოლოდ ნახევარი ქულა დარჩა. მეთორმეტე ტურში ეს სხვაობაც გაქრა და ბოლო ტურის წინ ორივე გუნდს 33,5 ქულა ჰქონდა. ნახევარი ქულით უკან იყვნენ ინგლისელები. პირველად ბრინჯაოს მედლებს გამოუჩდნენ მფლობელები. ინგლისელებმა 2,5-1,5 მოუგეს ავსტრიელებს და 35,5 წულით დაამთავრეს ასპარეზობა. ოქროს მედლების ბედი აშშ - უელსის და ნიდერლანდები - ფინეთის შეხვედრებში უნდა გარკვეულიყო. უფრო გამოცდილ ამერიკელებს უფრო მაგარი ნერვები აღმოაჩნდათ. მათ უელსელებთნ შეხვედრაში 3,5 ქულას მოუყარეს თავი. ამასობაში ნიდერლანდელებმა 2,5 ქულა აიღეს ფინელებთან გამართულ სამ პარტიაში. დაახლოებით თანაბარ პოზიციაში გადაიდო კუიპერს - სარენის პარტია. ნიდერლანდელის გამარჯვების შემთხვევაში, უკეთესი დამატებითი მაჩვენებლების გამო, ჩემპიონები ის და მისი თანაგუნდელები ხდებოდნენ. ამიტომაც კიდევ სამჯერ მიუსხდნენ მოჭადრაკეები დაფას და საერთო ჯამში 14 საათიანი ბრძოლის შემდეგ, 111-ე სვლაზე დაფიქსირდა ყაიმი. ამ შედეგმა ოლიმპიური ჩემპიონები ამერიკელები გახადა, რომლებმაც 39-წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ მოიპოვეს ჰამილტონ-რასელის თასი.