საჭადრაკო ოლიმპიადა 1956
From Wikipedia, the free encyclopedia
31 აგვისტო - 24 სექტემბერი 1956 მოსკოვი, სსრ კავშირი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1956}} |
საბჭოთა კავშირი პირველად მასპინძლობდა ოლიმპიადას. მოსკოვში 34 ქვეყნის ნაკრები შეიკრიბა. კვლავ არ თამაშობდნენ ამერიკელები. ქვეჯგუფებში ბრძოლას სიურპრიზები არ მოუტანია. მთავარ ფინალში ძირითადად ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც წარმატებით გამოვიდნენ წინა ოლიმპიადაზეც.
ფინალური ტურნირის ოთხი ტურის შემდეგ საბჭოთა და უნგრელ მოჭადრაკეებს ქულათა თანაბარი რაოდენობა, 11-11, ჰქონდათ. 10,5 ქულა ჰქონდათ იუგოსლავიელებს და 9,5 - არგენტინელებს. აქვე უნდა ითქვას რომ მეოთხე ტურში საბჭოელებმა პირველი დამარცხება განიცადეს ოლიმპიადების ისტორიაში, წააგეს უნგრელებთან. მეხუთე ტურიდან მოყოლებული ოლიმპიური ჩემპიონები ჩემპიონურად ათამაშდნენ და დაწინაურდნენ. ხოლო როდესაც მეათე ტურში საბჭოელებმა იუგოსლავიელებიც დაამარცხეს, ჩემპიონობის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდა. დიდი ბრძოლა გაჩაღდა მეორე ადგილისათვის. საბოლოოდ კი იუგოსლავიელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (მეტი მოგებული და ფრედ დამთვრებული მატჩი) წყალობით დაიკავეს მეორე ადგილი. ოლიმპიადის გმირი გახდა დანიელი ბენტ ლარსენი, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა პირველ დაფაზე. მასთან ერთად ოლიმპიადაზე გამოჩნდა მრავალი ახალგაზრდა და პერსპექტიული მოჭადრაკე (ლაიოშ პორტიში, ფრედერიკ ოლაფსონი, პალ ბენკო, ვოლფგანგ ულმანი და სხვები), რომლებიც შემდგომში ტონს აძლევდნენ მსოფლიოს ჭადრაკს.