საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო
From Wikipedia, the free encyclopedia
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო — სახელისუფლებო ფორმა, რომელშიც სახელმწიფო იცავს და ხელს უწყობს მოქალაქეების ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას, თანაბარი შესაძლებლობის პრინციპების საფუძველზე, სიმდიდრის თანაბარი განაწილებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად მოიპოვონ მინიმალური სტანდარტები კარგი ცხოვრებისთვის.[1] სოციოლოგი თომას მარშალმა თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფო აღწერა როგორც დემოკრატიის, კეთილდღეობისა და კაპიტალიზმის ერთობლიობად.[2]
როგორც შერეული ეკონომიკის ნაირსახეობა, კეთილდღეობის სახელმწიფო აფინანსებს სახელმწიფო ინსტიტუტებს ჯანდაცვისა და განათლების საკითხებში, აგრეთვე პირდაპირი დახმარებებით მოქალაქეებს.[3] კეთილდღეობის სახელმწიფოს პირველეული განმარტებით, ის ძირითადად მოქალაქეებს სთავაზობს პენსიებსა და სოციალურ დაზღვევას. აღნიშნული მიდგომა განვითარდა 1880-იანი წლებში, დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში.[4] დიდი დეპრესია, პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი სახელდება, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელმაც ხელი შეუწყო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და შემდგომ განვითრებას. თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფო რეაქტიული გზით აღმოცენდა 1930-იანი წლების დიდი დეპრესიის სახით, როგორც სახელმწიფო ინტერვენციის ფორმა, რომელიც მიზნად ისახავს უმუშევრობის, შემოსავლების დაკარგვის და ფინანსური სისტემის კოლაფსის გამოსწორებას. 1970-იანი წლების ბოლოს თანამედროვე კაპიტალისტური კეთილდღეობის სახელმწიფოებმა დაიწყეს დაღმასვლა, რაც ნაწილობრივ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაპიტალიზმისა და კეინზიანიზმის ეკონომიკური კრიზისისგან იყო გამწოვეული. მნიშვნელოვანი მიზეზი კი ის იყო, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს არ ჰქონდა კარგად გამოხატული იდეოლოგიური საფუძველი.[5]