![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/da/Ancient_kingdoms_of_Colchis_and_Iberia_793_BC.png/640px-Ancient_kingdoms_of_Colchis_and_Iberia_793_BC.png&w=640&q=50)
საქართველოს სახელწოდება
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველო — ქართველი ერის ეროვნული სახელმწიფოს თვითდასახელება (ავტონიმი) ჩამოყალიბებული ადრეულ შუა საუკუნეებში სრულიად-ქართველთა კულტურული და პოლიტიკური ერთიანობით. სახელი მომდინარეობს საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან, რომელიც კლასიკური და ბიზანტიური წყაროებით ცნობილია როგორც იბერია.
საქართველოს სახელწოდება დასავლურ ქვეყნებში დამკვიდრდა, როგორც „გეორგია“,[1] ხოლო უმეტესად სლავურ საზოგადოებებში რუსული გავლენით დამკვიდრდა სახელით „გრუზია“ ( /ˈgruzʲɪjə/). როგორც დასავლური ისევე რუსულენოვანი ეგზონიმები ეფუძნება ქართველების უძველეს სპარსულ განსაზღვრება vrkan/gurgan-ს (𐎺𐎼𐎣𐎠𐎴), რომელიც „მგლების ქვეყანას“ ნიშნავს.