![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b3/Parlamento_de_Georgia%252C_Tiflis%252C_Georgia%252C_2016-09-29%252C_DD_07.jpg/640px-Parlamento_de_Georgia%252C_Tiflis%252C_Georgia%252C_2016-09-29%252C_DD_07.jpg&w=640&q=50)
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი
საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი — საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას. ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b3/Parlamento_de_Georgia%2C_Tiflis%2C_Georgia%2C_2016-09-29%2C_DD_07.jpg/640px-Parlamento_de_Georgia%2C_Tiflis%2C_Georgia%2C_2016-09-29%2C_DD_07.jpg)
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი დაფუძნდა 2021 წლის 16 მარტს.[1] კულტურის საკითხები 2021 წლამდე შედიოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში, თუმცა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კულტურის კომიტეტის ცალკე ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი[2] და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.[3] კულტურის კომიტეტის შემადგენლობაში შედის 11 დეპუტატი.
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა განსაზღვრა. მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. კულტურის კომიტეტის პრიორიტეტებად განისაზღვრა ქვეყანაში არტ-ინდუსტრიის დანერგვა-განვითარების მიმართულების ხელშეწყობა და კულტურული დიპლომატიის განვითარება ქართული კულტურის წარმოსაჩენად მსოფლიოში.