From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი — საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარი სამხედრო შტაბი. ის არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ექვემდებარება საქართველოს თავდაცვის მინისტრს და თავდაცვის ძალების უფროსს. გენერალური შტაბის ძირითადი პასუხისმგებლობაა დაეხმაროს თავდაცვის უფროსს სამხედრო მართვისა და თავდაცვის ძალების ოპერატიული კონტროლის სხვადასხვა ამოცანებში. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე. მას ნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1991 წელს. მას ეწოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2008 წლამდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი 2008 წლიდან 2013 წლამდე,[1] კვლავ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 2018 წლიდან, როდესაც ამჟამინდელი სახელწოდება - თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი მიღეs.
საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, ძირითადად, ევალება დაეხმაროს საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსს სხვადასხვა ფუნქციებში. ამრიგად, გენერალური შტაბი პასუხისმგებელია:[2]
გენერალური შტაბი მოიცავს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.