საფრანგეთის ღია პირველობა
From Wikipedia, the free encyclopedia
საფრანგეთის ღია პირველობა (ფრანგ. Internationaux de France de tennis), ასევე ცნობილი როგორც როლან გაროსი (ფრანგ. Tournoi de Roland Garros) — დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც 1891 წლიდან ყოველწლიურად ტარდება პარიზში.
სწრაფი ფაქტები საფრანგეთის ღია პირველობა, ოფიციალური საიტი ...
საფრანგეთის ღია პირველობა | ||
---|---|---|
ოფიციალური საიტი | ||
მდებარეობა | პარიზი საფრანგეთი | |
კორტი | თიხა | |
ფულადი პრიზი | €39,197,000 (2018)[1] | |
დახურვა
საფრანგეთის ღია პირველობა არის ოთხიდან ერთ-ერთი დიდი სლემის ტურნირებიდან და ერთადერთი, რომელიც ტარდება თიხის საფარის კორტებზე. ქრონოლოგიურად როლან გაროსი წელიწადის მეორე დიდი სლემის ტურნირია, რომელიც ტრადიციულად იწყება მაისის ბოლოს და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. ქალთა ფინალი შაბათ დღეს, ხოლო მამაკაცთა ფინალი კვირას იმართება.
საფრანგეთის ღია პირველობა მამაკაცთა ერთეულებში ყველაზე მეტჯერ რაფაელ ნადალმა მოიგო, რომელიც 13-ჯერ გახდა ჩემპიონი, ხოლო ქალებში კრის ევერტმა 7-ჯერ იზეიმა გამარჯვება.