საუთჰემპტონი (კუნძული)
From Wikipedia, the free encyclopedia
საუთჰემპტონი — კანადის კუნძული ჰუდსონის და ფოქსის ყურეებში. საუთჰემპტონი მიეკუთვნება კანადის არქტიკულ არქიპელაგს. კუნძული შედის ნუნავუტის ტერიტორიის შემადგენლობაში. ფართობი შეადგენს 41,214 კმ²-ს, მას მსოფლიოში 34, ხოლო კანადაში მეცხრე ადგილი უკავია ფართობის მიხედვით. კუნძულის უდიდესი დასახლებული პუნქტია კორალ-ჰარბორი (მოს. 712, კანადის 2001 აღწერა). საუთჰემპტონის სიახლოვეს მდებარეობს, სხვა მცირე კუნძულებიც. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს ჰენსინის ტბა.