![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d3/Baha-old-architecture.jpg/640px-Baha-old-architecture.jpg&w=640&q=50)
საუდის არაბეთის ტურიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
საუდის არაბეთის ტურიზმი — მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ტურისტების უმეტეს ნაწილს კვლავ რელიგიური მომლოცველები შეადგენენ, ქვეყანაში გაიზარდა შემეცნებითი ტურიზმის სექტორი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს საუდის არაბეთს ეწვია დაახლოებით 14,3 მილიონი ადამიანი, რაც მას მე -19 ყველაზე მონახულებად ქვეყანად აქცევს. პოტენციური ტურისტული ადგილებია ალ ჰიჯაზისა და სარავატის მთები, უძველესი ნანგრევები. წითელი ზღვა პოპულარულია დაივინგის მოყვარულთათვის. [1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d3/Baha-old-architecture.jpg/320px-Baha-old-architecture.jpg)
2013 წლის დეკემბერში საუდის არაბეთმა, პირველად ისტორიაში,დაიწყო ტურისტული ვიზების გაცემა. მინისტრთა საბჭომ დაავალა საუდის არაბეთის ტურიზმისა და სიძველეების კომისიას ვიზების გაცემა შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული გარკვეული წესების საფუძველზე.[2][3][4]