From Wikipedia, the free encyclopedia
სასტუმრო რიცი (ინგლ. The Ritz Hotel London), 133-ნომრიანი სასტუმრო პიკადილიზე, დიდი პარკის წინ, ლონდონში.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
განთქმულმა შვეიცარიელმა ოტელიემ სეზარ რიცმა სასტუმრო 1906 წლის 24 მაისს გახსნა. შენობა ნეოკლასიკურია ლუი XVI-ის სტილში, აგებული ე.წ. მშვენიერი ეპოქის პერიოდში რივოლის ქუჩის სტილიზებული პარიზული ბინების კვარტლების მსგავსად. შენობის არქიტექტორები იყვნენ შარლ მევზი, რომელმაც მანამდე რიცის პარიზის სასტუმრო დააპროექტა, და ართურ დეივისი, შვედ ინჟინერ სვენ ბილანდერთან თანამშრომლობით. ეს იყო პირველი მასშტაბური ლითონის კარკასიანი კონსტრუქცია ლონდონში.
რიცი პირადად მართავდა სასტუმროს მრავალი წლის მანძილზე. მან დაიქირავა მსოფლიოში განთქმული შეფი ოგუსტ ესკოფიე, რომელსაც სასტუმროს ფუფუნების შესადარი სამზარეულო უნდა შეექმნა. შესასვლელში მან სპეციალური ზარი დაამონტაჟებინა, რომელიც სასტუმროს პერსონალს სამეფო გვარის სტუმრების მოსვლას ატყობინებდა. პერსონალის მომსახურების უმაღლესი სტანდარტები და განსაკუთრებული ფუფუნება, რომლითაც ის სტუმრებს ანებივრებდა ვიქტორიანელი ლონდონელებისთვის უცხო იყო, რამაც სენსაცია მოახდინა მთელს სასტუმროს ინდუსტრიაში.
გარკვეული პერიოდი სასტუმროს ფლობდა ბრეიუელ-სმითის ოჯახი. თუმცა 1970-იანების ნავთობის კრიზისის გამო ოჯახი იძულებული გახდა საკუთარი წილი ტრაფალგარის სახლისთვის მიეყიდა 1976 წელს £2.75 მილიონად. კრიზისში მყოფი სასტუმრო ტრაფალგარის სახლისგან 1995 წლის ოქტომბერში დევიდ და ფრედერიკ ბარკლაიმ შეიძინეს £80 მილიონად. მათ რვა წელი და £40 მილიონი დასჭირდათ სასტუმროსთვის ყოფილი გრანდიოზულობის დასაბრუნებლად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.