სარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სარი — ქალის ტრადიციული სამოსი ინდოეთის სუბკონტინენტზე. ეს სამოსი წარმოადგენს ქსოვილის ნაჭერს, რომლის სიგრძეც 4,5 მეტრიდან ზოგჯერ 9 მეტრამდეა, ხოლო სიგანე 1,2 მეტრს შეადგენს.
სარის ქალები ატარებენ ბლუზასთან ერთად, რომელიც ცნობილია ჩოლის ან რავიკას სახელით, და ქვედაბოლოსთან ერთად (პავადა/პავადაი სამხრეთში და შაია ჩრდილოეთში). სარის ტარების ყველაზე გავრცელებული სტილია – ნივი, როცა ქსოვილის ერთი ბოლო ორჯერაა თეძოებზე შემოხვეული, ფეხებთან დრაპირებული, ხოლო ზედა ბოლო მაგრდება ქვედაბოლოს მჭიდროდშეკრულ ქამარზე და შემდეგ ბოლო გადაგდებულია ერთ-ერთ მხარზე. ქუჩაში გასვლისას ქალები, როგორც წესი, სარის თავისუფალ ბოლოს თავზე თავსაფრის სახით იხვევენ.
ტრადიციულ ინდოეთში, მასალა, რომლისგანაც სარია დამზადებული, დამოკიდებული იყო ქალის სოციალურ სტატუსზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, მაგრამ მისი ტარების წესი ერთნაირი იყო.