სარაგოსის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სარაგოსის პროვინცია შედის არაგონის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 292 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
სარაგოსის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 17 კომარკაში (რომელთაგან ოთხი მდებარეობს ნაწილობრივ უესკის პროვინციის ტერიტორიაზე): არანდა, ბახო-არაგონ-კასპე, კამპო-დე-ბელჩიტე, კამპო-დე-ბორხა, კამპო-დე-კარინიენა, კამპო-დე-დაროკა, სინკო-ვილიასი, კომუნიდად-დე-კალატაიუდი, რიბერა-ალტა-დელ-ებრო, რიბერა-ბახა-დელ-ებრო, ტარასონა-ი-ელ-მონკაიო, ვალდეხალონი, სარაგოსა, ბახო-სინკა, ოია-დელ-უესკა, ხასეტანია, მონეგროსი (ბოლო ოთხი კომარკა ნაწილობრივ მდებარეობს უესკის პროვინციის ტერიტორიაზე).
სარაგოსის პროვინციის ფართობია 17 274 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 972 528 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სარაგოსა, რომელიც ასევე მოსახლეობისა და ფართობის (973,78 კმ²) მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია. ფართობით ყველაზე პატარაა — სინკო-ოლივასი (2,12 კმ²)[4].