From Wikipedia, the free encyclopedia
საპროფიტები (ბერძ. sapros — დამპალი და ბერძ. phyton — მცენარე) — მცენარეები და მიკროორგანიზმები,[1] რომლებიც იკვებებიან მკვდარი ორგანიზმების ორგანული ნივთიერებებით ან ცოცხლის გამონაყოფით. კვების ტიპის მიხედვით განეკუთვნებიან ჰეტეროტროფულ ორგანიზმებს.
საპროფიტები ავტოტროფულ ორგანიზმებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დედამიწაზე ნივთიერებათა წრებრუნვაში. ისინი მცენარეთა და ცხოველტა ნაშთს წყლად, ნახშირორჟანგად, ამიაკად და სხვა არაორგანუ შენაერთებად გარდაქმნიან. საპროფიტები გვხვდება მეტწილად ბაქტერიებში, აქტინომიცეტებსა და სოკოებში. წყალმცენარეებიდან ტიპური საპროფიტებია პოლიტომა (ქლამიდომონასისებრთა ოჯახი), პროტოთეკა (პროტოკოკუმისებრთა ოჯახი) და სხვა. ყვავილოვნებიდან საპროფიტებს ხშირად აკუთვნებენ მსხალიჭასებრთა, ჯადვარისებრთა და სხვა ოჯახის მცენარეებს, რომლებიც უფრო მიკოტროფულ პარაზიტულ მცენარეებად უნდა ჩაითვალოს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.