საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში (2019-2020)
პროტესტი, რომელიც დაიწყო ჰონგკონგში 2019 წელს, მოთხოვნით რომ გადაეგდოთ კანონპროექტი ექსტრადიციი / From Wikipedia, the free encyclopedia
საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში (2019-2020) — საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ (2019-2020) - დემონსტრაციების ტალღა ჰონგ- კონგში გამოიწვია საექსტრადიციო კანონმა, რომელიც თავდაპირველად მიიღეს, ხოლო შემდგომში ჰონგ-კონგის მმართველ კერი ლამის მიერ იქნა გამოწვეული და გაუქმებული. კანონპროექტი ითვალისწინებს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით ბრალდებულის გადაცემას ნებისმიერი იურისდიქციისთვის, რომელთანაც მას არ აქვს შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ, მათ შორის, ჩინეთისთვის. მალე პროტესტი ჰონგ-კონგისათვის დამოუკიდებლობის შენარჩუნების მსვლელობად იქცა.
პროტესტი დაიწყო 2019 წლის 9 ივნისს. ამიტომ 2020 წლის 9 ივნისს მოქალაქეთა მცირე ჯგუფმა გადაწყვიტა აღენიშნა პროტესტების წლისთავი ლოზუნგით „ჩვენ ვსაუზმობთ და ვაპროტესტებთ“ (lunch with you protest). ისინი შეიკრიბნენ ჰონგ-კონგის რამდენიმე სავაჭრო ცენტრში. ამავე დროს, 2020 წლის მაისში დაიწყო საპროტესტო გამოსვლების ახალი ტალღა უსაფრთხოების კიდევ ერთი კანონის წინააღმდეგ, რომლის შემოღებასაც პეკინი აპირებს ჰონგ-კონგში [1][2][3]
2019 წელს საპროტესტო გამოსვლების ერთ-ერთი მიზეზი იყო შიში იმისა, რომ ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლება მას გამოიყენებდა ძებნილი პირების დასაკავებლად და ექსტრადირებისთვის იმ ტერიტორიებზე, რომელთანაც ჰონგ კონგს არ აქვს ექსტრადიციის ხელშეკრულებები, მათ შორის ჩინეთსა და ტაივანში.[4] ჰონგ-კონგის მოქალაქეების აზრით, კანონპროექტი ჰონგ-კონგის მაცხოვრებლებსა და ვიზიტორებს ჩინეთის მატერიალური იურისდიქციის ქვეშ აყენებდა, რაც რეგიონის ავტონომიას შეარყევდა და მოქალაქეების უფლებებს შეზღუდავდა. მათი თქმით, ჰონგ-კონგი გახდებოდა დაუცველი ჩინეთის ჩარევისაგან და ქალაქის იურიდიული დამოუკიდებლობა შესუსტდებოდა. ასევე იყო საშიშროება, რომ დასრულებულიყო „ერთი ქვეყნის ორი სისტემის“ პოლიტიკა.[5] [6][[7]
დემონსტრაციები, რომლის დროსაც ჰონგ-კონგის ხელმძღვანელის, კერი ლამისაგან, კანონპროექტის გაუქმებას ითხოვდა, მარტსა და აპრილში დაიწყო პირველი დიდი საპროტესტო აქცია 9 ივნისს გაიმართა.[8] ქუჩაში მილიონამდე ადამიანი გავიდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი აქცია იყო. ამ დღეს სიმბოლურად მიიჩნევენ [2], როგორც ექსტრადიციის კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის დასაწყისს 9 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი იყო ადამიანის ადამიანის უფლებების სამოქალაქო ფრონტი [2] (Civil Human Rights Front), რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ ხშირად გამოდის.სამი დღის შემდეგ 12 ივნისს საკანონმდებლო საბჭოში დაინიშნა კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით. ამ დღეს გაიმართა კიდევ ერთი მასშტაბური აქცია. პოლიციამ უკვე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები. პროტესტი გადაიზარდა პოლიციასთან ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ დაპირისპირებაში. უფრო დიდი მსვლელობა გაიმართა 16 ივნისს.[9]
1 ივლისს ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა ივლისის ყოველწლიურ მსვლელობებში. ამ დროს დემონსტრანტთა ნაწილი გამოეყო მსვლელობას და შეიჭრა საკანონმდებლო საბჭოს კომპლექსში, რის შედეგადაც მოხდა ცენტრალური ხელისუფლების სიმბოლოების ვანდალიზირება.[10]
აღმასრულებელმა დირექტორმა კერი ლამმა შეაჩერა ექსტრადიციის კანონპროექტის მოქმედება 15 ივნისს, მან ასევე თქვა 9 ივლისს, რომ კანონპროექტი „მკვდარი იყო“, თუმცა არ უხსენებია, რომ კანონპროექტს სრულიად გაიწვევდნენ . აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა რეჯინა იიპმა და ბერნარდ ჩარნუტ ჩანმა განაცხადეს, რომ მთავრობა არ აპირებდა შემდგომში დათმობებზე წასვლას.[11][12]
საპროტესტო აქციები გრძელდებოდა მთელი ზაფხულის განმავლობაში და გადაიზარდა სულ უფრო მძაფრ შეტაკებებში პოლიციას, აქტივისტების, პეკინის ტრიადის მომხრეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის რეგიონის 20-ზე მეტ ნაწილში. ჰონგ-კონგის პოლიციას პროტესტანტებთან ბრძოლაში „ტრიადების“ გამოყენებაში ადანაშაულებენ. 21 ივლისს, ერთ-ერთ მეტროსადგურთან თეთრ მაისურებში ჩაცმული ადამიანების ჯგუფი ფიზიკურად უსწორდებოდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილ ყველა გამვლელს - ეს პროტესტის მონაწილეთა „დრეს-კოდია“. პოლიციამ არაფერი იღონა, ხელისუფლებისადმი ლოიალურმა დეპუტატმა იუნიუს ჰო კი მოგვიანებით თეთრმაისურებიანებს შეხვდა და მათ „გმირები“ უწოდა. მაოგვიანებით, დემონსტრანტებმა დეპუტატის მისაღები დალეწეს და მისი მშობლების საფლავი შეურაცხყვეს. [13] დემონსტრაციების დროს, მომიტინგეებმა წარმოადგინეს 5 ძირითადი მოთხოვნა: ისინი მოითხოვენ პოლიციის სისასტიკის დამოუკიდებელ გამოძიებას, დაპატიმრებული მომიტინგეების გათავისუფლებას, საპროტესტო გამოსვლების ოფიციალური სახელწოდების - „ამბოხის“ გაუქმებას, საკანონმდებლო საბჭოს წევრებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის პირდაპირ არჩევნებს, კერი ლამის გადაყენებას.
კერი ლამმა ტელევიზიით 2019 წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად აგზავნის ექსტრადიციის კანონპროექტს ნაგვის ყუთში, მაგრამ ამან ვერ დააკმაყოფილა მომიტინგეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ხუთივე მოთხოვნა უნდა შესრულებულიყო. [14]