![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Uprising_in_Tehran%252C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%25283%2529.jpg/640px-Uprising_in_Tehran%252C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%25283%2529.jpg&w=640&q=50)
საპროტესტო გამოსვლები ირანში (2022)
From Wikipedia, the free encyclopedia
საპროტესტო გამოსვლები ირანში (2022) — საპროტესტო გამოსვლები ირანში დაიწყო 2022 წლის 16 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მაჰსა ამინის გარდაცვალების შესახებ. [1]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/Uprising_in_Tehran%2C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%283%29.jpg/640px-Uprising_in_Tehran%2C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%283%29.jpg)
მაჰსა ამინი 13 სექტემბერს ოჯახთან ერთად დასავლეთ ირანიდან დედაქალაქში მიემგზავრებოდა, ის მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.დაკავებიდან რამდენიმე საათში მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც ის სამ დღეში გარდაიცვალა.
თვითმხილველები ამბობენ, რომ ქალი ნაცემი იყო, რასაც უარყოფს ირანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. პოლიციაში აცხადებენ, რომ ამინი შეუძლოდ გახდა, როდესაც ის სხვა დაკავებულ ქალებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში იცდიდა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Amir_Kabir_University_uprising_September_2022_%283%29.jpg/640px-Amir_Kabir_University_uprising_September_2022_%283%29.jpg)
ქალის გარდაცვალებასთან კავშირს უარყოფენ მორალის პოლიციაში და ამბობენ, რომ მისი გარდაცვალება „მოულოდნელად გულთან დაკავშირებული პრობლემებს უკავშირდება“. თავის მხრივ, მსხვერპლის ოჯახში ამბობენ, რომ მაჰსას აქამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.
ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ახალგაზრდა ქალი კომაში იყო და ინსულტი გადაიტანა.
ქალის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო აქციები და არეულობები მოჰყვა ირანის პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ. საპროტესტო აქცია გარდაცვლილი მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში გაიმართა, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში მდებარეობს. გარდაცვლილი ახალგაზრდის დაკრძალვის ცერემონიაზე მოქალაქეები ახლომდებარე ქალაქებიდანაც ჩავიდნენ. პროტესტმა მალევე მიიღო უფრო მასშტაბური სახე და სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. ამ შემზარავი ფაქტის შესახებ სხვადასხვა პლატფორმაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არაერთმა ადამიანმა გამოაქვეყნა ვიდეო. [2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/1/18/Uprising_in_Tehran%2C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%282%2C_cropped_for_ITN%29.jpg/640px-Uprising_in_Tehran%2C_Keshavarz_Boulvard_September_2022_%282%2C_cropped_for_ITN%29.jpg)
მისი დაკრძალვის შემდეგ ირანის სხვადასხვა რაიონში საპროტესტო აქციები გაიმართა. 2 დღის შემდეგ ქურთისტანის პროვინციაში სახალხო გაფიცვა გამოცხადდა
დემონსტრაციების საპასუხოდ, ირანის მთავრობამ დააწესა ინტერნეტის შეზღუდვები 19 სექტემბერს. [3]
12 ოქტომბრის მონაცემებით, მთავრობის წინააღმდეგობის შედეგად სულ მცირე 200 მომიტინგე დაიღუპა.
„ბიბისი“ წერს, რომ ბევრი ირანელი, მათ შორის პროსახელისუფლებო შეშფოთებას გამოხატავს იმ სასტიკი ქმედების გამო, რასაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მორალის პოლიცია სჩადის.[4]