სან-კარლოსი (ურუგვაი)
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
სან-კარლოსი (ესპ. San Carlos) — ქალაქი სამხრეთ ურუგვაიში, მალდონადოს დეპარტამენტში. სან-კარლოსი ეწოდება ასევე იმ მუნიციპალიტეტს, რომელსაც ის მიეკუთვნება.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
სან-კარლოსი San Carlos | |||
| |||
ქვეყანა | ურუგვაი | ||
დეპარტამენტი | მალდონადო | ||
კოორდინატები | 34°48′00″ ს. გ. 54°55′00″ დ. გ. | ||
დაარსდა | 1763 | ||
ცენტრის სიმაღლე | 24 მ | ||
მოსახლეობა | 27 471 კაცი (2011) | ||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | +598 42 | ||
საფოსტო ინდექსი | 20400 | ||
ოფიციალური საიტი | http://portalcarolino.8k.com | ||
სან-კარლოსი 1763 წლის ოქტომბერში დააარსა ესპანელმა გუბერნატორმა პედრო ანტონიო დე კავალიოსმა. მიზანი რეგიონში პორტუგალიელთა დასახლებების დაშინება იყო. სახელი ესპანეთის მეფე კარლ III-ის პატივსაცემად ეწოდა.
„ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი მიიღო ჯერ კიდევ ურუგვაის დამოუკიდებლობამდე. 1929 წლის 18 დეკემბერს სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).
2011 წლის აღწერის მონაცემებით, სან-კარლოსის მოსახლეობა 27 471 ადამიანს შეადგენდა.[1]
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908 | 5,014 |
1963 | 13,695 |
1975 | 16,925 |
1985 | 19,877 |
1996 | 24,030 |
2004 | 24,771 |
2011 | 27,471 |
წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.