From Wikipedia, the free encyclopedia
სანჯაი დათი (ჰინდ. संजय दत्त, ინგლის. Sanjay Dutt; დ. 29 ივლისი, 1959, ბომბეი, ინდოეთი) —ინდოელი მსახიობი, რომელიც მონაწილეობს ჰინდის ენაზე გადაღებულ ფილმებში. ცნობილი მსახიობების ნარგიზისა და სუნილ დათის შვილი. Filmfare- ის ჯილდოს მფლობელი საუკეთესო საუკეთესო მამაკაცის როლისთვის და კომედიური როლის საუკეთესო შესრულებისთვის.[1]
სანჯაი დათი დაიბადა 1959 წლის 29 ივლისს მსახიობების ნარგიზის და სუნილ დათის ოჯახში. სანჯაის ჰყავს ორი უმცროსი და: პრია და ნამრატი. დედა გარდაიცვალა 1981 წელს, მისი სადებიუტო ფილმის პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე.[2][3][4][5]
როდესაც 1993 წელს კუნძულ მავრიკიზე ფილმ „შურისძიებას“ იღებდნენ, სანჯაი დაადანაშაულეს ავტომატ AK-47-ის და პისტოლეტის უკანონო შენახვაში. მსახიობმა იარაღი შეიძინა ტერორისტ აბუ სალემისგან, რომელიც 1993 წელს ბომბეიში მომხდარი აფეთქებების სერიის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ. როგორც კი თვითმფრინავი გადამღებ ჯგუფთან ერთად დაეშვა სახარის აეროპორტში, პოლიციამ დააკავა სანჯაი. მსახიობი ირწმუნებოდა, რომ იარაღი მან თავდაცვის მიზნით შეიძინა.[6]
სასამართლომ რამდენჯერმე განიხილა საქმე, რამაც თავდაპირველად სანჯაის სტუდიაში დაბრუნების და ფილმებში მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა. მაგრამ 2005 წელს მსახიობი სასამართლომ მაინც დამნაშავედ ცნო და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2007 წელს, 18 თვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი გაათავისუფლეს გირაოთი.
2013 წლის მარტში ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ განიხილა სანჯაი დატის სარჩელი და სასჯელი ხუთ წლამდე შეამცირა, მაგრამ დაადგინა, რომ მსახიობი ერთი თვის განმავლობაში ციხეში უნდა დაბრუნებულიყო, რათა სასჯელის დარჩენილი ნაწილი მოეხადა (სამ-ნახევარი წელი). სანჯაი დათის ციხეში დაბრუნების გამო დაიწყო საზოგადოებრივი მოძრაობა როგორც მისი შეწყალებისათვის, ასევე მის წინააღმდეგ.[7][8]
სცენარი ფილმისთვის „როკი“ (1981) სპეციალურად სანჯაი დათის სადებიუტოდ დაიწერა. ფილმზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ის წარუმატებელი აღმოჩნდა და გაქირავებაში ჩავარდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში მაჰეშ ბჰატმა სანჯაი გადაიღო ფილმში The Name (1986), რამაც მსახიობს მოუტანა დიდება და აღიარება. მალე გამოჩნდა ახალი როლები და კარგი სცენარები: ფილმები "დევნა" (1991),"ჩემი რჩეული" (1991).
2009-2010 წლებში სანჯაი დათმა ბედი პოლიტიკაში სცადა: ის გახდა რეგიონალური სოციალისტური პარტია „სამაჯვადის“გენერალური მდივანი, მაგრამ მალე პოლიტიკით იმედგაცრუებული დარჩა და დატოვა თანამდებობა. 2012 წელს მსახიობი ინდოეთში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის პროექტის ერთ-ერთი ინვესტორი გახდა. [9]
მსახიობმა საუკეთესო როლები შეასრულა ფილმებში: „ სახელი“ (1986),“ ჩემი რჩეული“ (1991), „დევნა“ (1991), „ბოროტმოქმედი“ (1993), „სილამაზე“ (1999), „გამოგონილი ამბავი "(1999)," ბრატან მუნა-ბედნიერების გამყიდველი"(2003)," ბრატან მუნა 2"(2006)," ას მილიონზე მეტი "(2007)," ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ: გართობა იწყება "(2009).
პატიმრობის შემდეგ 2017 წელს სანჯაი დათმა ითამაშა ფილმში Bhoomi, მაგრამ ფილმი გაქირავებაში ჩავარდა. მან ასევე მიიღო მონაწილეობა Saheb, Biwi Aur Gangster 3-ის გადაღებებში.[10]
პირველად სანჯაი დაქორწინდა 1986 წელს, რიჩა შარმაზე, მათ შეეძინათ ქალიშვილი, ტრიშალა. რიჩა 1996 წელს ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა, მისი მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, შვილიშვილზე მეურვეობა მათ გადასცეს და არა მამას. 1998 წელს დათი დაქორწინდა მოდელ რეი პილაიზე. 2005 წელს ისინი განქორწინდნენ. 2008 წლის 11 თებერვალს სანჯაი დათი დაქორწინდა დილნავაზ შეიხზე, რომელიც უფრო ცნობილია მანიატას სახელით. 2010 წლის 21 ოქტომბერს წყვილს ტყუპები შეეძინა: ბიჭი შაჰრანი და გოგონა იკრა.[11][12]
Awards of the International Indian Film Academy-ინდოეთის საერთაშორისო კინოაკადემიის ჯილდოები
Filmfare Awards
Screen Weekly Awards
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.