From Wikipedia, the free encyclopedia
სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი (რუს. Спасо-Преображенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1825-1829 წლებში ვასილი სტასოვის პროექტის მიხედვით ადრე არსებული ტაძრის ადგილზე. არის კლასიციზმის არქიტექტურული ძეგლი. ღვთისმსახურება არასოდეს შეწყვეტილა ტაძარში. 1920-1940-იან წლებში იყო ობნოვლენცების გავლენის ქვეშ.
სანქტ-პეტერბურგის ფერისცვალების საკათედრო ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°56′35″ ჩ. გ. 30°21′09″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | ვასილი სტასოვი |
თარიღდება | 1825-1829 |
სამხრეთის ეგვტერი ნაკურთხია სერგი რადონეჟელის სახელზე, ჩრდილოეთის ეგვტერი კი რომის პაპ კლემენტ I-ისა და მთავარეპისკოპოს პეტრე ალექსანდრიელის სახელზე.
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
თავდაპირველად ეკლესია ააგეს ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანებით 1743-1754 წლებში არქიტექტორ მიხეილ ზემცოვის პროექტის მიხედვით. სამეგვტერიანი ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1743 წლის 9 ივნისს. მიხეილ ზემცოვის გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას ხელმძღვანელობდა არქიტექტორი პიეტრო ტრეზინი, რომელმაც არაერთხელ შეცვალა პროექტი ბაროკოს სტილში. ტაძარი აკურთხა მთავარეპისკოპოსმა სილვესტერმა 1754 წლის 16 აგვისტოს. ხუთსართულიანი კანკელი შესრულებულია მოსკოველი ხელოსნების მიერ არქიტექტორ ფრანჩესკო ბართოლომეო რასტრელის ესკიზის მიხედვით.
1796 წელს, იმპერატორ პავლე I-ის მეფობის პერიოდში ფერისცვალების ეკლესიას მიენიჭა „მთელი გვარდიის ტაძრის“ წოდება.
1825 წლის 20 აგვისტოს ტაძარში ხანძარი გაჩნდა, თუმცა გადაარჩინეს ძირითადი სიწმინდეები. ტაძრიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. 1825-1829 წლებში იგი აღადგინა არქიტექტორმა ვასილი სტასოვმა ამპირის სტილში, სწორედ ამ სახითაა ტაძარი მოღწეულ ჩვენს ეპოქამდე. აღდგენილი ტაძარი ხელახლა აკურთხეს 1829 წლის 17 აგვისტოს.
ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ტაძარი კვლავ მოქმედი იყო. 1935-1944 წლებში ტაძარი ობნოვლენცების ხელშო იყო და 1939 წელს მათი საკათედრო ტაძარი გახდა. ლენინგრადის ბლოკადის პერიოდში სარდაფში მოწყობილი იყო თავშესაფარი.
1946-1948 წლებში მიმდინარეობდა ფასადებისა და ინტერიერის რესტავრაცია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.