![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b9/Nikolsky_Cathedral_SPB_1.jpg/640px-Nikolsky_Cathedral_SPB_1.jpg&w=640&q=50)
სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი
From Wikipedia, the free encyclopedia
სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი (რუს. Морской собор Святителя Николая Чудотворца) — პირველი საზღვაო მართლმადიდებლური ტაძარი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს ნიკოლსკის მოედანზე. ტაძარმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქალაქის ტოპონიმიკაზე. მან თავისი სახელი მისცა მოედანს, შესახვევს, ბაზარს, ახალ და ძველ ხიდებს.
სანქტ-პეტერბურგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის საზღვაო ტაძარი | |
![]() | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°55′20″ ჩ. გ. 30°18′01″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | ![]() |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვარი(ები) | საბა ჩევაკინსკი |
ხუროთმოძღვრული სტილი | რუსული ბაროკო |
თარიღდება | XVIII საუკუნე |
ტაძრის ზედა ეკლესია ნაკურთხია უფლის ნათლისღების სახელზე. ქვედა ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი: მთავარი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. ჩრდილოეთისა დიმიტრი როსტოველისა და თეოდოსი ჩერნიგოველის, ხოლო სამხრეთისა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის სახელზე.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას. ტაძრის წინამძღვარი 1987 წლიდან არის დიაკვანი ბოგდან სოიკო.