სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინცია (ესპ. Las Palmas) შედის კანარის კუნძულების ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 54 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს მუნიციპალიტეტები მოიცავს 4 კუნძულს: ტენერიფე, პალმა, გომერა და იერო.
სანტა-კრუს-დე-ტენერიფეს პროვინციის ფართობია 3 381 კმ² და 2019 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 032 983 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია სანტა-კრუს-დე-ტენერიფე, რომელიც ასევე მოსახლეობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, ხოლო ფართობით ყველაზე დიდია ლა-ოროტავა (207,31 კმ²), ხოლო ყველაზე პატარა — პუერტო-დე-ლა-კრუსი (8,73 კმ²)[4]. 54 მუნიციპალიტეტიდან 31 მდებარეობს კუნძულ ტენერიფეზე, 14 — პალმაზე, 6 — გომერაზე და 3 — იეროზე.