![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Three_gorges_dam_from_space.jpg/640px-Three_gorges_dam_from_space.jpg&w=640&q=50)
სანსია
From Wikipedia, the free encyclopedia
სანსია („სამი ხეობა“, ტრაც. ჩინ. 三峽, გამარტ. 三峡, პინ. Sānxiá) — მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, მდებარეობს ჩინეთში, მდინარე იანძიზე, ქალაქ სანდოუპინის სიახლოვეს ჰუბეის პროვინციის იჩანის ოლქში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Three_gorges_dam_from_space.jpg/640px-Three_gorges_dam_from_space.jpg)
სადგურის მოცულობა 22 500 მეგავატია. მშენებლობა 1993 წელს დაიყო და 2012 წელს დასრულდა. ჰესის დამბა 181 მეტრის სიმაღლისა და 2 335 მეტრი სიგანისაა. ელექტროსადგური მოიცავს 32 ტურბინს, რომლებიც 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებენ. კომპლექსში დამატებით შედის ორი 50 მეგავატიანი ენერგიის გენერატორი. ელეტროსადგურზე გამომუშავებული ენერგია 85 ტერაჯოულს შეადგენს. ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავებული ენერგია 9 პროვინციაზე და 2 ქალაქზე ნაწილდება, მათ შორის შანხაიზე.