სანდრა მილო
From Wikipedia, the free encyclopedia
სანდრა მილო (იტალ. Sandra Milo; ნამდვილი სახელი სალვატრიჩე ელენა გრეკო; დ. 11 მარტი, 1933, ტუნისი - გ. 29 იანვარი, 2024, რომი) - იტალიელი კინომსახიობი და ტელეწამყვანი. მონაწილეობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: „გენერალი დელა როვერი“, „ადუა და მისი კომპანიონები“, „მოჩვენებები რომში“, „ჯულიეტა და სულები“ და, უპირველეს ყოვლისა, ოსკაროსან ფილმში „რვანახევარი“. იგი ფედერიკო ფელინის მუზა იყო.