სამხრეთ კორეის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ კორეის ეკონომიკა მაღალგანვითარებული შერეული ეკონომიკაა.[1][2][3] ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით სამხრეთი კორეა აზიის მასშტაბით მე-4, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მე-10 ადგილზეა. სამხრეთი კორეა ცნობილია, როგორც მცირე პერიოდში დაბალგანვითარებული სახელმწიფოდან განვითარებულ, მაღალშემოსავლიან სახელმწიფოდ გარდაქმნის მაგალითი. სამხრეთ კორეის ამ ეკონომიკურ ზრდას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „სასწაული მდინარე ჰანგანზე“.[4] სამხრეთი კორეა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და დიდი ოცეულის წევრია. სამხრეთი კორეა დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი განვითარებული ეკონომიკაა გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ. იგი ერთ-ერთია Next Eleven-ის ქვეყნებიდან, რომელთაც XXI საუკუნის შუა ხანებში გლობალურ ეკონომიკაში დომინანტური როლის მიღების პოტენციალი აქვთ.[5]
სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა ხელს უწყობს მოტივირებული და განათლებული მოსახლეობის ყოლას, რომელთა წყალობითიაც ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიების ბუმია.[6] ეკონომიკური წარმატებისთვის სამხრეთ კორეამ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკა გაატარა. 2019 წელს სამხრეთი კორეა მსოფლიოში მერვე უმსხვილესი ექსპორტიორი და მერვე უმსხვილესი იმპორტიორი იყო. კორეის ბანკი და კორეის განვითარების ინსტიტუტი პერიოდულად აქვეყნებენ სამხრეთ კორეის მთავარ ეკონომიკურ ინდიკატორებსა და ეკონომიკურ ტრენდებს.[7][8]
მიუხედავად სამხრეთ კორეის ეკონომიკის სწრაფი ზრდისა და სტრუქტურული სტაბილურობისა, სამხრედრო კრიზისების დროს ჩრდილოეთი კორეის გამო ქვეყანა საფონდო ბირჟებზე გამოწვევების წინაშე დგება. მიმდინარე კონფლიქტი ქვეყნის ეკონომიკის ფინანსურ ბაზრებზე ახდენს გავლენას.[9][10][11][12][13]