![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/Kivij%25C3%25A4rvi_Stonelake_-_panoramio_%25281%2529.jpg/640px-Kivij%25C3%25A4rvi_Stonelake_-_panoramio_%25281%2529.jpg&w=640&q=50)
სამხრეთი ფინეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ფინეთი (ფინ Etelä-Suomen lääni) — ფინეთის ერთ-ერთი ყოფილი პროვინცია, რომელიც არსებობდა 1997 წლიდან, 2010 წლამდე. ესაზღვრებოდა 2 პროვინციას: ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – აღმოსავლეთ ფინეთის პროვინციას, ჩრდილო-დასავლეთიდან – დასავლეთ ფინეთის პროვინციას, ასევე რუსეთს. ეკვრის ფინეთის ყურე. სამხრეთი ფინეთის პროვინციის დედაქალაქი იყო ჰიამეენლინა. უმსხვილესი ქალაქი – ჰელსინკი.
პროვინცია | |||
---|---|---|---|
სამხრეთი ფინეთი Southern Finland Province Etelä-Suomen lääni Södra Finlands län | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | Hämeenlinna | ||
კოორდინატები | 60°30′00″ ჩ. გ. 26°00′00″ ა. გ. | ||
დაარსდა | 1 სექტემბერი, 1997 | ||
ფართობი | 34,378 ათ. კმ² | ||
მოსახლეობა | 2,095,416 კაცი (2002) | ||
სიმჭიდროვე | 61 კაცი/კმ² | ||
გაუქმდა | 31 დეკემბერი, 2009 | ||
სასაათო სარტყელი | UTC+ 02 | ||
![]() | |||
პროვინცია შეიქმნა 1997 წელს, რამდენიმე პროვინციის შეერთების შედეგად. თავის მხრივ იყოფოდა ექვს რეგიონად. მაგრამ 2010 წლის 1 იანვარს, ფინეთის ექვსივე პროვინცია გაუქმდა.[1]
ჩამოყალიბებული იყო ადმინისტრაციული რეფორმის მიერ 1997 წელს, მოიცავდა უუსიმაას, კიუმის, პიაიატ-ჰიამეს და კანტა-ჰიამეს გუბერნიებს, ასევე ქალაქ ჰეინოლას, რომელიც მიკელის გუბერნიის შემადგენლობიდან იყო გამოცალკევებული.