From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ტარავა (ინგლ. South Tarawa) — კირიბატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ატოლ ტარავაზე. მოსახლეობა - 40 311 (2010 აღწერით)[1]. მოსახლეობის სიმჭიდროვე - 3184,14 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი — 15,76 კმ².
დედაქალაქი | |
---|---|
სამხრეთი ტარავა South Tarawa | |
კირიბატის პარლამენტის შენობა | |
ქვეყანა | კირიბატი |
რეგიონი | გილბერტის კუნძულები |
კოორდინატები | 1°24′00″ ჩ. გ. 172°58′00″ ა. გ. |
ფართობი | 15,76 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 3 მეტრი |
მოსახლეობა | 40 311 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 3184,14 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+13 |
სამხრეთი ტარავა შედგება ოთხი საქალაქო მუნიციპალიტეტისგან, რომლებშიც განლაგებულია სხვადასხვა საჯარო დაწესებულებები და მსხვილი საწარმოო ობიექტები, ესენია: ბეტიო (ინგლ. Betio), ბაირიკი (ინგლ. Bairiki), ბონრიკი (ინგლ. Bonriki), ბიკენიბეუ (ინგლ. Bikenibeu). (ისინი ყველა განლაგებულია იმავე დასახელების კუნძულებზე)[2].
ბეტიო ყველაზე სამხრეთით მდებარე მუნიციპალიტეტია, აქ არის ქვეყნის მთავარი პორტი, ატოლის მთავარი ელექტროსადგური, რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება, საზღვაო ინსტიტუტი (ინგლ. The Maritime Training Institute) და რამდენიმე კომერციული ცენტრი.
ბაირიკი მდებარეობს კუნძულ ბეტიოდან 3 კილომეტრში, აქ არის პრეზიდენტის სასახლე, პარლამეტის შენობა, სამთავრობო დაწესებულებები, კირიბატის სასამართლოს შენობა, ფოსტა, ქალაქის ბაზარი და ტელესაკომუნიკაციო დაწესებულებების ცენტრალური ოფისები.
ბონრიკიში მდებარეობს სამხრეთ ტარავაზე ყველაზე დიდი სასტუმრო (60 ადგილიანი), განათლების სამინისტრო, მასწავლებლების მოსამზადებელი ცენტრი (ინგლ. The Teachers Training College), ეროვნული საავადმყოფო და სასწავლო დაწესებულებები.
ბიკენიბეუში, რომელიც ბონრიკიდან დაშორებულია 5-7 კმ-ში მდებარეობს ბონრიკის აეროპორტი, ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
ბონრიკი და ბეტიო ერთმანეთთან შეერთებულია მრავალი დამბით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.