სამხრეთი ინდოეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთი ინდოეთი (ინგლ. South India; ასევე ცნობილი როგორც ნახევარკუნძულის ინდოეთი; ინგლ. Peninsular India) ― დეკანის ზეგანის სამხრეთი ნაწილი ინდოეთში. მოიცავს ანდჰრა-პრადეშის, კარნატაკის, კერალის, ტამილნადუსა და ტელანგანის შტატებსა და ლაქშადვიპისა და პონდიშერის მოკავშირე ტერიტორიებს. იკავებს ინდოეთის საერთო ფართობის 19.31%-ს. სამხრეთ ინდოეთში ქვეყნის მოსახლეობის 20% ცხოვრობს. აღმოსავლეთიდან ბენგალის ყურე ესაზღვრებ, დასავლეთიდან ― არაბეთის ზღვა, სამხრეთიდან კი ― ინდოეთის ოკეანე. რეგიონის გეოგრაფია მრავალფეროვანია. ზეგანის შუაგულს ორივე მხრიდან მთები ესაზღვრება: დასავლეთი გატები და აღმოსავლეთი გატები. მთავარი მდინარეებია: გოდავარი, კრიშნა, კავერი, ტუნგაბჰადრა და ვაიგაი. მთავარი ურბანული ტერიტორიებია: ჩენაი, ბენგალურუ, ჰაიდარაბადი, კოიამპუტური და კოჩი.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
სამხრეთი ინდოეთი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 13°00′00″ ჩ. გ. 77°00′00″ ა. გ. |
ფართობი | 635780 კმ² |
მოსახლეობა | 253 051 953 (2011)[1] |
სამხრეთ ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობა ოთხი მთავარი დრვიდული ენიდან ერთ-ერთზე საუბრობს: ტელუგუზე, ტამილურზე, კანადზე და მალაიალამზე. ისტორიის მანძილზე სამხრეთ ინდოეთის ტერიტორიაზე არაერთი დინასტიური სამეფო არსებობდა. ინდოეთის სუბკონტინენტსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მუსლიმების დაპყრობებმა დიდი გავლენა იქონია ამ რეგიონების ისტორიასა და კულტურაზე. სამხრეთ ინდოეთში არსებობდა: ჩრას, ჩოლას, პანდაიას, პალავას, სატავაჰანას, ჩალუკიას, ჰოიასალას, რაშტრაკუტას და ვიჯაიანაგარის იმპერიები. ევროპელები ინდოეთში კერალიდან შევიდნენ და სხვადასხვ დროს რეგიონი ბრიტანელების, პორტუგალიელებისა და საფრანგეთში შემადგენლობაში შედიოდა.
ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ათწლეულების მანძილზე რყევების შემდეგ, სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა ბოლო სამი ათწლეული საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება. სამხრეთ ინდოეთს მთლიანი შიდა პროდუქტის უმაღლესი მაჩვენებელი აქვს. სამხრეთ ინდოეთის შტატები მოწინავეები არიან რიგ სოციო-ეკონომიკურ ასპექტებში. ჩრდილოეთის შტატებთან შედარებით სამხრეთ ინდოეთის შტატების ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდება და უფრო მაღალი ადამიანური განვითარების ინდექსი აქვთ. 2011 წლის მონაცემებით, სამხრეთ შტატებში წერა-კითხვის ცოდნის დონე საშუალო ეროვნულ მაჩვენებელზე მაღალია. ერთ ქალზე შობადობის მაჩვენებელი სამხრეთ ინდოეთში 1.9-ის ტოლია, რაც ყველაზე დაბალი მავენებელია ინდოეთის რეგიონებს შორის.