![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Denmark_location_samso.svg/langka-640px-Denmark_location_samso.svg.png&w=640&q=50)
სამსე
From Wikipedia, the free encyclopedia
სამსე (დან. Samsø) — დანიის კუნძული კატეგატის სრუტეში, იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან 15 კმ-ის მოშორებით. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამსეს მუნიციპალიტეტს. ამ გაერთიანების ფართობი 114 კმ²-ია, მოსახლეობა კი 4 300 ადამიანს შეადგენს.[1] ცენტრალური მდებარეობის გამო, ჯერ კიდევ ვიკინგების ხანაში სამსეს დიდი დატვირთვა გააჩნდა. სახელის წარმომავლობა უცნობია.[2]
სწრაფი ფაქტები მშობ. სახელი: Samsø, გეოგრაფია ...
მშობ. სახელი: Samsø | |
---|---|
![]() მდებარეობა | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | კატეგატის სრუტე |
კოორდინატები | 55°52′ ჩ. გ. 10°37′ ა. გ. |
ფართობი | 112 კმ² |
![]() | |
უდიდესი ქალაქი | ტრანებიერგი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 4 010 (2010) |
სიმჭიდროვე | 35,8 /კმ² |
დახურვა
1997 წელს, სამსემ გაიმარჯვა სამთავრობო შეჯიბრში და ალტერნატიული ენერგიის წარმოების მოდელი გახდა მთელ ქვეყანაში. დღეისათვის, მისი ელექტროენერგიის 100% ქარის ელექტროსადგურების მიერ იწარმოება.[1][3]