From Wikipedia, the free encyclopedia
სამი პარალელური მდინარის დაცული ტერიტორია — იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ჩინეთში, იუნანის პროვინციაში. მდებარეობს სინო-ტიბეტის მთებში, აზიის სამი უდიდესი მდინარის - იანძის, მეკონგისა და სალუნის ზემო აუზში, რომლებიც აქ 3 000 მ სიღრმის ხეობაში, პარალელურად მიედინებიან ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ.
სამი პარალელური მდინარე* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ჩინეთი |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii, ix, x |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 27°53′42″ ჩ. გ. 98°24′23″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2003 (27-ე სესია) |
ნომერი | 1083 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1083 ინგლ. • რუს. • ფრ. |
დაცული ტერიტორიის ფართობი 758 977,8 ჰა-ს შეადგენს. გამოირჩევა ბიოლოგიური მრავალფეროვანებით და აქ წარმოდგენილია დედამიწის თითქმის ყველა ტემპერატურული ზონა, რის გამოც აქ უამრავი სახეობის ცხოველი და მცენარეა გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერიტორია მთლიანი ჩინეთის ფართობის 0,4%-ს შეადგენს, აქ წარმოდგენილია ჩინეთის მცენარეული საფარის 20% და ფაუნის 25%-ზე მეტი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.